განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა - EMIS
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) 2012 წელს შეიქმნა.
EMIS-ის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს, თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება განათლების სექტორში. ახალი ელექტრონული მართვის სისტემებისა და ბაზების შექმნა. ასევე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ხელს უწყობს, კონკურენტუნარიანი ინფორმაციული ტექნოლოგების მომზადებას, რომლებიც დააკმაყოფილებენ სწრაფად და მუდმივად ცვალებად შიდა და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნებს.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ახორციელებს სხვადასხვა ელექტრონულ სერვისებს. მომავალი წლიდან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სკოლებში ერთიანი საინფორმაციო სისტემის შექმნა იგეგმება. სისტემაში მოთავსებული იქნება მოსწავლეთა შესახებ დეტალური ინფორმაცია, ისტორია, ელექტრონული ჟურნალი და გაკვეთილების ცხრილი. ასევე, დაემატება სერვისი, რომელიც მშობლებს ყოველდღიურ ინფორმაციას მიაწოდებს მათი შვილების დასწრებისა და აკადემიური მოსწრების შესახებ.