GE
SANGU - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს 2008 წელს ჩაეყარა საფუძველი.
 
უნივერსიტეტში ამჟამად ორი სკოლა ფუნქციონირებს:
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა
  • ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
ქართულ უნივერსიტეტში არსებული თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ბიბლიოთეკის მრავალფეროვანი წიგნადი ფონდი, კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები და სწავლების მაღალი დონე მოგცემთ საშუალებას ჩამოყალიბდეთ კონკურენტუნარიან პროფესიონალებად არჩეულ სფეროში.