GE
სასწავლო ცენტრი „ეგიდა“
კომპანია მოღვაწეობს 2014 წლიდან.

მოსწავლეებს 2 კვირაში ერთხელ უტარდებათ ტესტირება, რითიც მოწმდება მათ მიერ ათვისებული მასალის ხარისხი. ტესტირების შედეგები თავსდება საინფორმაციო დაფაზე, სადაც ყველა მშობელს შეუძლია შედეგების ნახვა. ასევე მშობლებს აქვთ საშუალება დაუკავშირდნენ ცენტრის მენეჯმენტს და პერიოდულად შეამოწმონ მათი შვილების დასწრება/მოსწრება. 
 
ჯგუფში არის 3-4 მოსწავლე. კეთილმოწყობილი გარემო ხელს უწყობს მოსწავლეებს მასალის უკეთ ათვისებაში. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლემ გაკვეთილის პერიოდში ვერ აითვისა ახალი მასალა, გაკვეთილის შემდეგ პედაგოგი  მას უთმობს დამატებით დროს.