GE
ტრენინგ ცენტრი NB

ტრენინგ ცენტრი "NB" გთავაზობთ ნებისმიერი კადრის მომზადებას და გადამზადებას პროფესიონალურ დონეზე. ცენტრს გააჩნია ყველა პირობა სასწავლო პროცესის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად. ამისათვის ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალთა გუნდით, რომლებიც ამავე დროს დასაქმებულნი არიან შესაბამისი სფეროს სამსახურში.

სასაწავლო პროგრამები ისეა შედგენილი, რომ ადამიანს მცირე დროში საშუალება ეძლევა მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია. თეორიული კურსის დახურვის შემდეგ მსმენელს საშუალება აქვს სტაჟირება გაიაროს შესაბამისი დარგის სფეროში. ამისათვის ცენტრი თანამშრომლობს საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორთან; ტურისტულ კომპანიებთან, სასტუმროებთან და მაღალი დონის აფთიაქებთან, სადაც მსმენელები გაივლიან 1-ან 2 თვიან პრაქტიკას.

ტრენინგ ცენტრში მოქმედებს ფასდაკლება სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებისათვის, ოჯახიდან სასწავლებლად მოსული ორი ან მეტი წევრის შემთხვევაში, ასევე ორი ან რამდენიმე ტრენინგის გავლის მსურველთათვის. პირველ ლექციაზე დასწრება უფასოა. რის შემდეგაც მსმენელი იღებს გადაწყვეტილებას.
მიღება წარმოებს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი საერთაშორისო ლიცენზირებული სერთიფიკატი, კატეგორიის მიხედვით და სარეკომენდაციო წერილი დასაქმებისათვის. წარმატებული მსმენელების რეზიუმეები განთავსდება ჩვენს ვებ გვერდზე.
ორგანიზატორის მიმდინარე პროგრამები