ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა - მზიური
სკოლაში სწავლება წარმოებს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ეროვნული გეგმისა და სკოლის პროგრამების მიხედვით.
საშუალო სკოლის მთავარი ამოცანაა ტრადიციულ-ეროვნული მეთოდების  ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება და ყველა სასწავლო დისციპლინის საფუძვლიანი შესწავლა.
ბავშვები გაძლიერებულად შეისწავლიან უცხო ენებს.
ძირითადი ენები:
  •  ინგლისური;
  •  რუსული.
ხოლო VII  კლასიდან მოსწავლეთა სურვილით არჩეული დამატებითი უცხო ენა.

სკოლაში გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ერთჯერადი კვებით, საგანთა მომზადებისას პედაგოგთა ინდივიდუალური დახმარებით.
 
აგრეთვე მოსწავლეები ჩაბმულნი იქნებიან სახვითი და სამუსიკო ხელოვნების შემსწავლელ სხვადასხვა წრეებში, რომლსაც გახანგრძლივებულ ჯგუფში ექნება საგაკვეთილო ფორმა.

სისტემატურად მოეწყობა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა და ნამუშევრების გაგზავნა საზღვარგარეთ. აგრეთვე მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ სასკოლო და საქალაქო ტურებში.

სკოლა მზიური იწვევს მსურველებს სკოლიდანაც, ხელოვნების განყოფილებაში რომლის სრული კურსის გავლისას მიიღებენ სათანადო დიპლომს. 
 
სკოლაში შექმნილია საგნობრივი კათედრები.
სკოლას გააჩნია შესაძლებლობა, სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე, მსურველი მოწინავე მოსწავლეები გაგზავნოს უცხოეთის სხვადასხვა სკოლებში სასწავლებლად.

სკოლას გააჩნია საკუთარი ეკოლოგიურად სუფთა და დაცული ეზო.

სკოლასთან ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი  ”მზიური’’, სადაც მიიღებიან ბავშვები  6 წლამდე.

საბავშვო ბაღი გთავაზობთ უახლეს სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამის სრულ პაკეტს.

საბავშვო ბაღში ისწავლება ინგლისური და რუსულუ ენები, ქართული და თანამედროვე ცეკვები, საბავშვო საესტრადო სიმღერები, რომელსაც შეასწავლიან მაღალკვალიფიციური პედაგოგები.
  • ცივი ზარების წარმოების წარმატებული ფორმულა