GE
დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სკოლა-სტუდია "Hobby-Time"
გზა ჰობიდან ბიზნესამდე
დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სკოლა-სტუდიის Hobby Time დაარსების  მიზანია შექმნილიყო გარემო, სადაც პროფესიონალ და თვითნასწავლ შემოქმედ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებოდათ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების  დაუფლებით დაინტერესებულ ნებისმიერი ასაკის ადამიანს.

შესაბამისად, სკოლა-სტუდიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს  ხელმისაწვდომი, ეფექტური და მოკლევადიანი კურსების და  მასტერ-კლასების ჩატარების ორგანიზება  ინტერიერის აქსესუარების, ტანსაცმლის, ყოველდღიური გამოყენების ნივთების, სადღესასწაულო დეკორაციების, სამკაულების, სათამაშოების და სუვენირების დამზადების როგორც ქართული, ისე სხვა ქვეყნების ტრადიციული და უახლესი მეთოდების შესასწავლად. 

სწავლის პროცესი მიმდინარეობს სასიამოვნო, კომფორტულ, მეგობრულ გარემოში, სკოლა-სტუდიის ძირითად ოფისში ან სახელოსნოებში. თითოეულ კურსზე პროგრამა შედგენილია საწყისი, სამოყვარულო დონისათვის - ანუ, ყველსათათვის შესაძლებელია პროგრამის ათვისება და კურსის დასრულების შემდეგ კონკრეტული შედეგების მიღება: საკუთარი ხელით  პირადი გამოყენების ან სასაჩუქრე ორიგინალური ნაკეთობის შექმნა, ან ყველაზე საუკეთესო შედეგი - თვითდასაქმება: დაოსტატდეს ამა თუ იმ ნივთის დამზადებაზე და მიიღოს დამატებითი შემოსავალი მისი გაყიდვიდან.
 
სკოლა-სტუდიის ურთიერთობა  თავის "შეგირდებთან" მრავალფეროვანი და გრძელვადიანია:
  • მათ შეუძლიათ მიიღონ მხარდაჭერა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვებში ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე 
  • განსაკუთრებული შემოქმედებითი ნიჭის მქონე  პირებს შესაძლებლობა აქვთ დასაქმდნენ კომპანიის სახელოსნოებში ან სახლიდან გაუსვლელად ინდივიდუალურ შეკვეთებზე
  • სკოლა-სტუდის პარტნიორებისაგან მიიღონ  კონსულტაცია-ტრენინგები საკუთარი ბიზნესის დაწყებასა და წარმოებაში 
ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ქარგვის, ქსოვის, კერვის, თექის, გობელენის, ბატიკის, სამკაულებისა და სხვადასხვა ტექნიკით დეკორატიული ნივთების დამზადების კურსები, უახლოეს მომავალში კი დაგეგმილია ახალი პროგრამების დამატება როგორც ქალბატონების, ისე მამაკაცებისათვის. ცალკე მიმართულებად ყალიბდება საბავშვო ხელოვნებაც.