GE
ინგლისური ენის შემსწავლელი სხვადასხვა კურსი და სააბიტურო, სამაგისტრო, სადოქტორო გამოცდების პროგრამები
ინგლისური ენის ცენტრი Cambridge Education House გთავაზობთ ინგლისური ენის ყველაზე მოთხოვნად და მრავალფეროვან პროგრამებს:
  • აკადემიური ინგლისური;
  • სასაუბრო ინგლისურის მოკლე და გრძელვადიანი კურსები;
  • საბანკო, საქმიანი, ბიზნეს ინგლისურის კურსი;
  • kursi აბიტურიენტების, მაგისტრების და დოქტორატებისთვის;
  • საერთაშორისო გამოცდების FCE,IELTS ,TOEFL მოსამზადებელი;
  • სამედიცინო ინგლისური;
  • საერთაშორისო ტურიზმის ინგლისურის კურსი სერტიფიკატით;
  • საზაფხულო ინტენსიური კურსები;
  • ინგლისური პატარებისთვის.
რატომ ჩვენთან?
გთავაზობთ უახლეს სტანდარტებზე მორგებულ სასწავლო პროცესს, საერთაშორისო კვალიფიკაციის კრეატიულ პედაგოგთა გუნდს, რომლებიც მუდმივად გადიან ტრენინგ-გადამზადებას. სასწავლო პროცესი ორიენტირებული და დაგეგმილია უახლოეს მოთხოვნებზე. აქტიურად გამოიყენება აუდიო და ვიდეო რესურსები, ავთენტური ინგლისური ენა, უახლესი და მრავალფეროვანი ლიტერატურა. სწავლება მიმდინარეობს კემბრიჯის, ბრიტანული და ამერიკული  უახლესი მეთოდებით, რომლითაც სრულიად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და გამოწვევებს.
 
FCE, IELTS საერთაშორისო გამოცდების მოსამზადებელი კურსი
ინგლისური ენის ცენტრი Cambridge Education House გიწვევთ საერთაშორისო გამოცდების FCE და IELTS მოსამზადებელ კურსზე. კურსი გათვლილია მათთვის, ვისაც სურს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება, სწავლა საზღვარგარეთ. სწავლა მიმდინარეობს უახლესი TBL და CLIL მეთოდების გამოყენებით.
 
კურსი მოიცავს: წერა, კითხვა, მოსმენა, საუბრის უნარების კომპლექსურ განვითარებას და ორიენტირებულია საგამოცდო უნარების გამომუშავებასა და მაღალ ქულებზე. კურსის გავლა შეუძლია მსმენელს,რომელიც ფლობენ ინგლისური ენის ცოდნის B1+ დონეს. პროგრამას უძღვებიან საერთაშორისო კვალიფიკაციის პედაგოგები მრავალწლიანი გამოცდილებით.
 
IELTS კურსის ხანგრძლივობა 2-3 თვე.(დამოკიდებულია ინტენსივობაზე)
კვირაში 2 ჯერ 1.30 სთ ხანგრძლივობა 3 თვე ღირებულება 100 ლარი თვეში.
კვირაში 3 ჯერ 1.30 სთ  ხანგრძლივოაბ 2 თვე ღირებულება 130 ლარი თვეში.
 
FCE კვირაში 2 ჯერ 1.30 სთ ღირებულება 90 ლარი თვეში.
კვირაში 3 ჯერ 1.30 სთ ღირებულება 110 ლარი თვეში.
 
სააბიტურო, სამაგისტრო, სადოქტორო გამოცდების პროგრამა
ინგლისური ენის ცენტრი Cambridge Education House გიწვევთ მსურველებს, ვისაც სურს  სააბიტურო, სამაგისტრო  და დოქტურანტურის გამოცდების წარმატებით ჩაბარება, ასევე მათ, ვინც გეგმავს შემდგომში საერთაშორისო გამოცდების ჩაბარებას გთავაზობთ აკადემიური ინგლისურის კურსს, რომელიც ორიენტირებულია საგამოცდო უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე და სრულიად პასუხობს საერთაშორისო მოთხოვნებს.
 
აკადემიური ინგლისურის კომპლექსური კურსი მოიცავს აკადემიურ წერას, ესეს ტიპების გარჩევას, ტექსტის გააზრების,კითხვის სხვადასხვა ტექნიკების ცოდნა-გამოყენებას, ტექსტის გარჩევა-გაანალიზებას, ლექსიკური და გრამატიკული მარაგების კო პლექსურად განვითარებას, მოსმენის უნარების გააქტიურებას.
 
პროგრამის დაწყება შესაძლებელია ნებისმიერი დონიდან. შეგიძლიათ ისარგებლოთ „მეგობრული ფასდაკლების“ აქციით - მოიყვანე მეგობარი და მიიღე 20% ფასდაკლება სრულ კურსზე.
 
სამედიცინო  ინლგისურის  კურსი
ინგლისური ენის ცენტრი Cambridge Education House გთავაზობთ სამედიცინო ინგლისურის ინტენსიურ კურსს. პროგრამა მოიცავს ტერმინოლოგიას და სასწავლო კურსს.
 
სასწავლო თემები: საავადმყოფოს დეპარტამენტები, თანამშრომლები, აღჭურვილობა, სხეულის ნაწილები, რესპირატორული, ცირკულარული სისტემები, მედიკამენტური მკურნალობა და ა.შ.
 
მეცადინეობა კვირაში 3 ჯერ 1.30 სთ თვეში 200 ლარი. 
მეცადინეობა კვირაში 2 ჯერ 1.30 სთ თვეში 150 ლარი.
 
სასაუბრო, საბანკო, საქმიანი ინგლისურის 3 თვიანი სერტიფიცირებული კურსი
ინგლისური ენის ცენტრი Cambridge Education House გიწვევთ სასაუბრო ინგლისურის  3 თვიან  სერტიფიცირებულ კურსზე. საპრეზენტაციო გაკვეთილი უფასოა!
 
პროგრამა მოიცავს ავთენტური ინგლისურს, დატვირთულია თემატური სასაუბრო-სადისკუიო თემებით, რომელიც არის რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული. აქტიურადაა ჩართული მოსასმენი აქტივობები, ასევე ვიდეო გაკვეთილები. პროგრამაში შედის ლექსიკა, გრამატიკა, მოსმენა, კითხვა, საუბარი, წერითი უნარების განვითარებაზე ორიენტირებული  მეცადინეობები.
 
გაკვეთილის ფორმატი: მოდელირებული, ინტერაქტიული და მიზნობრივი ხასიათის გაკვეტილები, რომლებიც ემსახურება სასაუბრო უნარების სწრაფ გააქტიურებას და დახვეწას. გამოიყენება ფუნქციონალური ენა.
 
ჩვენი ცენტრის ყველა მსმენელს დამატებით აქვს თვეში 2 სადისკუსიო საკლუბო შეხვედრა-გაკვეთილი საჩუქრად, რომელიც სასაუბრო უნარების გააქტიურებაზეა ორიენტირებული.
 
სასაუბრო + ბიზნეს, საბანკო, საქმიანი ინგლისური
თქვენ შეგიძლიათ აიღოთ კომბინირებული კურსი, აიმაღლოთ სასაუბრო ცოდნის დონე და პარალელურად გაიაროთ ბიზნეს ინგლისური (პროექტის მენეჯმენტი, საქმიანი წერილები, პრეზენტაცია, მენეჯმენტი, მართვა, მომსახურების სფერო, ბიზნეს კომუნიკაციუიები).
 
სწავლა მიმდინარეობს ექსკლუსიური უახლესი პროგრამით, რომელიც ორიენტირებულია ოთხივე უნარის (საუბარი, მოსმენა, წერა, კითხვა) კომპლექსურ განვითარებაზე. დატვირთულია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული გაკვეთილებით და უზრუნველყოფს მაქსიმალურ შედეგს უმოკლეს დროში.  გარანტირებული შედეგი 4თვეში.
 
კურსის გავლის შემდეგ მსმენელს შესაძლებლობა ექნება კომპლექსურად გამოიყენოს ინგლისური ენა: ისაუბროს თავისუფლად, წეროს გამართულად, წაიკითხოს სხვადასხვა ტიპის ტექსტები (გაზეთი, ჟურნალი, ლიტერატურა), მოისმინოს პირადი საუბრები, ქონდეს აქტიური კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე.
 
მეცადინეობა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, თანამედროვე TBL მეთოდის გამოყენებით, რომელიც გულისხმობს საგაკვეტილო პროცესში მაქსიმალური დავალებების კეთების გზით ენის ეფექტურ ათვისებას.
 
შეგიძლიათ ისარგებლოთ „მეგობრული ფასდაკლების“ აქციით-მოიყვანე მეგობარი და მიიღე 20% ფასდაკლება სრულ კურსზე.

საერთაშორისო ტურიზმის ინგლისურის სერთიფიცირებული 2 თვიანი კურსი
ინგლისური ენის ცენტრი Cambridge Education House გთავაზობთ საერთაშორისო ტურიზმის ინგლისურის კურსს. პროგრამა განკუთვნილია ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის, ან მათთვის, ვინც აპირებს ამ სფეროში  დასაქმებას. კურსი მოიცავს შემდეგ თემებს: კარიერა ტურიზმის ინდუსტრიაში, სასტუმროს მახასიათებლები, ტურ-ოპერატორები და ა.შ.
 
კურსის ხანგრძლიოვაბ 2 თვე
მეცადინეობა კვირაში 3 ჯერ. 1.30 სთ
ღირებულება თვეში 125 ლარი
 
საგაკვეთილო პროცესშიაქტიურად  ჩართულია აუდო, ვიდეო მასალა, გამოიყენება ფუნქციური ენა. მეცადინეობა ტარდება ინგლისურ ენაზე.
 
კურსის გასავლელად მსენელს უნდა ჰქონდეს A1-დონე
შესაძლებელია Pre intermediate, Intermediate დონის გავლა

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს გადაეცემა ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.
შეგიძლიათ ისარგებლოთ „მეგობრული ფასდაკლების“ აქციით-მოიყვანე მეგობარი და მიიღე 20% ფასდაკლება სრულ კურსზე.

ინგლისური პატარებისთვის
კურსი გათვალისწინებულია 5-13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. მეცადინეობა მიმდინარეობს ასაკობრივ ჯგუფებში - 5-7 წლის; 8-10 წლის; 11-13 წლის ბავშვებისთვის. პროგრამა შერჩეულია ასაკის გათვალისწინებით და ხელს უწყობს ინგლისურის სასაუბრო, წერით, მოსმენის და კითხვის უნარების გაუმჯობესებას. სასწავლო სახელმძღვანელოებს დამატებული  შემეცნებით გასართობი მასალები. წამახალისებელი სერტიფიკატები, რომელიც ხელს უწყობს მათი მოტივაციის ამაღლებას.
 
გაკვეთილის ფორმატი: ინტერაქტიული, ინგლისურენოვანი გაკვეთილები. გამოიყენება აუდიო-ვიდეო მასალა.
 
კვირაში 2 ჯერ 1სთ-1.30 სთ მეცადინეობა
ღირებულება 50-70 ლარი
 
გვაქვს ასევე საზაფხულო კურსი, რომელიც შედგენილია და ორიენტირებულია სკოლაში განვლილი მასალის დეტალურ შესწავლაზე და  პარალელურად მოამზადებს მომდევნო სასწავლო წლის პროგრამისთვის. საზაფხულო კურსის მეცადინეობა იწყება მაისში, რეგისტრაცია მიმდინარეობს.
 
შეგიძლიათ ისარგებლოთ „მეგობრული ფასდაკლების“ აქციით - მოიყვანე მეგობარი და მიიღე 20% ფასდაკლება სრულ კურსზე.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები