ნექსთ აიტი აკადემია აცხადებს მიღებას იტ ინჟინერიის, Windows/Linux-ის, ქსელის, სერვერისა და კიბერუსაფრთხოების კომბინირებულ სასწავლო კურსზე.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
სწავლა დაიწყება 19 ნოემბერს (19:30-ზე)
კურსის ხანგრძლივობა: 6 თვე
სალექციო დღეები: კვირაში 3 დღე - სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი
ლექციების ჩატარების დრო: საღამოს საათები (19:30-დან 21:30-მდე)
ლექციების ხანგრძლივობა: 2-2.5 საათიანი ლექცია
სწავლის ღირებულება: 1000 ლარი (ხუთივე მოდული), შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდა;
ზოგადი ინფორმაცია:
- კურსის განმავლობაში მსმენელები შეასრულებენ უამრავ პრაქტიკულ დავალებებს, რაც მათ გაუადვილებთ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას;
- მსმენელები ქსელის პრაქტიკულ დავალებებს შეასრულებენ Cisco-ს, MikroTik-ის და TP-Link-ის მარშრუტიზატორებთან (Router) და კომუტატორებთან (Switch);
- მსმენელები სერვერის პრაქტიკულ დავალებებს შეასრულებენ Ms Server 2016-ზე, ხოლო ოპერაციული სისტემების დავალებებს Windows და Linux სისტემაზე;
- კიბერუსაფრთხოების დავალებები შესრულდება Windows, Ubuntu/Kali/Parrot/Arch Linux, Cisco IOS ოპერაციულ სისტემებზე და კონკრეტულ აპლიკაციებში;
- ქსელის მოდულის ბოლო სამ კვირა დღეს ჩატარდება 8 საათიანი (ჯამში 24 საათი) პრაქტიკა;
- კიბერუსაფრთხოების მოდულის ბოლო სამ კვირა დღეს ჩატარდება 8 საათიანი (ჯამში 24 საათი) პრაქტიკა;
- კიბერუსაფრთხოების მოდული ბოლო ორი კვირა დაეთმობა ეთიკური ჰაკინგის (CEH) ლაბორატორიულ სამუშაოებს
გაიცემა ათი სერტიფიკატი, ექვსი არის საერთაშორისო სერტიფიკატი:
- Cisco IT Essentials PC Hardware & Software
- LPI Linux Essentials
- Cisco CCNA – Introduction to Networks
- Network Essentials
- Cybersecurity Essentials
- Introduction to Cybersecurity
- Next-ITsupport
- Next-ITnetwork
- Next-ITserver
- Next-ITsecurity
ამ სერტიფიკატების გარდა მსმენელი სრულიად მზად იქნება ჩააბაროს CCNA Security, Cisco CyberOps, Comptia A+, Comptia Security+ , Certified Ethical Hacking (CEH) ოფიციალური გამოცდები
სასწავლო კურსი შედგება ხუთი მოდულისაგან:
I მოდული - კომპიუტერის ორგანიზაცია და არქიტექტურა (Hardware)
- კომპიუტერის ნაწილები დეტალურად
- კომპიუტერის დაშლა/აწყობა, გაძლიერება
- კომპიუტერის ნაწილების დიაგნოსტიკა, ტესტირება, პრობლემების აღმოფხვრა
- პორტატული მოწყობილობების (ლეპტოპი, ნოუთბუქი, მობილური) ნაწილების განხილვა, დაშლა/აწყობა
- ბიოსის კონფიგურაცია
II მოდული - ოპერაციული სისტემები (Windows 10, Linux)
- ოპერაციული სისტემის ინსტალაცია (Windows 7/8.1/10; Ubuntu, Kali; Mac OS X)
- სისტემის მართვა - დისკებთან მუშაობა; სისტემის ოპტიმიზაცია
- ოპერაციული სისტემის პრობლემის მოძიება და აღმოფხვრა
- ლინუქსის ინსტალაცია (Ubuntu, Kali), ბრძანებათა ველთან მუშაობა
- მუშაობა ფაილებთან და დირექტორიებთან, დაარქივება და შეკუმშვა
- ქსელის კონფიგურაცია Windows/linux სისტემაში;
- მომხმარებლებთან, ჯგუფებთან მუშაობა ვინდოუსსა და ლინუქსში
- წვდომების განსაზღვრა ვინდოუსსა და ლინუქსში
- პაკეტებისა და პროცესების მართვა; მონიტორინგი
III მოდული - ქსელები (Network)
- ქსელური მედია, კაბელები, ტოპოლოგიები, ქსელური პროტოკოლები;
- ინსტრუმენტები (Crimping Tool, Lan Cable Tester) და მათი გამოყენება;
- OSI მოდელის დონეების განხილვა დეტალურად;
- მარშრუტიზაცია (Routing): Default Gateway;
- IPv4/ IPv6 მისამართის სტრუქტურა, IPv4/ IPv6 მისამართების ტიპები;
- IPv4 და IPv6 ქსელების ქვექსელებად დაყოფა;
- Cisco მარშრუტიზატორის და კომუტატორის კონფიგურაცია;
- DHCP, NAT, Access List (ACL) კონფიგურაციები;
- უკაბელო ქსელის მარშრუტიზატორების კონფიგურაცია;
- MikroTik როუტერის განხილვა და კონფიგურაცია;
- Ping, Traceroute, Debug, CDP და Show ბრძანებების დეტალური ანალიზი;
- Telnet, SSH, ipconfig, Ping, Tracert, FTP, DNS Records, Network Lookup
IV მოდული - სერვერი (Server)
- სერვერული ინფრასტრუქტურის მიმოხილვა; Server 2016-ის ინსტალაცია;
- Active Directory, DHCP, DNS როლების ინსტალაცია და კონფიგურაცია;
- Routing და NAT-ის კონფიგურაცია
- მომხმარებლების მართვა აქტიური დირექტორიის საშუალებით;
- Remote Access როლის ინსტალაცია და გამართვა;
- უსაფრთხოების აწყობა (Firewall, VPN, შიფრაცია, Content Filtering და ა.შ).
V მოდული - კიბერუსაფრთხოება (Cybersecurity)
- ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობების განხილვა; ეთიკის საკითხები
- იდენტიფიკაცია, აუთენტიკაცია, ანგარიში (AAA);
- მომხმარებლებთან და ჯგუფებთან მუშაობა; წვდომების განსაზღვრა;
- კრიპტოგრაფიული სისტემები; კონფიდენციალობა, მთლიანობა და ნამდვილობა; ციფრული ხელმოწერები; ხელმისაწვდომობა
- გავრცელებული საზიანო პროგრამების განხილვა და თავდაცვის გზები;
- ანტივირუსული პროგრამების კონფიგურაცია;
- ქსელური მოწყობილობების უსაფრთხოება (პრივილეგიები, როლები, OSPF-Security, NTP Security, SNMP security, SSH)
- RADIUS და TACACS+ სისტემების აწყობა
- ქსელური საფრთხეების კატეგორიები, ქსელური შეტევების სახეები (Dos/DDOS, MitM, SynFlood, Fishing, Injection, Spoofing, Zero-Day და ა.შ);
- უსაფრთხოების კომპონენტების არჩევა: ფაიერვოლების კონფიგურაცია; DMZ; წვდომის სიები (ACLs);
- შემოჭრების გამოვლენისა და პრევენციის სისტემების (IDS/IPS) კონფიგურაცია
- კერძო დაცული ქსელის (VPN) განხილვა და კონფიგურაცია
- მეორე შრის უსაფრთხოება (პორტების უსაფრთხოება, VLAN Security, ARP Security, STP-Security, DHCP Security და ა.შ)
- მონაცემთა და ოპერაციული სისტემის სარეზერვო ასლის შექმნა/აღდგენა;
- უსაფრთხოება კაბელურ და უკაბელო მარშრუტიზატორებში (TP-Link, MikroTik);
- მონაცემთა გაჟონვის პრევენციის სისტემები (DLP);
- უსაფრთხოების პოლიტიკები, სტანდარტები, რეკომენდაციები და პროცედურები;
- აქტივების იდენტიფიკაცია, კლასიფიკაცია, რისკების განსაზღვრა
- Cybersecurity Operations ლაბორატორიული სამუშაოების შესრულება (შეტევის სცენარების განხილვა)
- ეთიკური ჰაკინგი: ინფორმაციის მოპოვება და დაზვერვა, ქსელის სკანირება, აღწერა, სისუსტეების სკანირება
- ეთიკური ჰაკინგი: სისტემის ჰაკინგი, მავნე კოდის საფრთხეები, სნიფინგი, სოციალური ინჟინერია
- ეთიკური ჰაკინგი: DoS შეტევები, სესიის მიტაცება, IDS-ფაიერვოლ სისტემებზე და სატყუარებზე თავის არიდება
- ეთიკური ჰაკინგი: ვებ-სერვისების ჰაკინგი, ვებ-აპლიკაციების ჰაკინგი, SQL ინექცია, უკაბელო ქსელის გატეხვა
- ეთიკური ჰაკინგი: მობილური პლატფორმების გატეხვა, IoT ჰაკინგი, ღრუბლოვანი გამოთვლები, კრიპტოგრაფია
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა საღამოს