ბიზნესი განცხადებები რეკლამა
შესვლა
Geo / Eng
პროგრამები
სკოლები
ვაკანსიები
ახალი ამბები
ვიდეოლექციები
კანონები
პრეზენტაციები
გამოწერა
ჩანიშნული პროგრამები 0
თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრი-TBTC - ჩინური ენის სასწავლო კურსები საერთაშორისო განათლების ცენტრი-CIE - მაასტრიხტის და ორჰუსის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამა 2012
ტარტუს უნივერსიტეტის სტიპენდიები
დაწყების თარიღი
01/02/2010-31/05/2010
ღირებულება
უფასოდ
ჩატარების ადგილი
ესტონეთი
სწავლების ენა
ინგლისური
სწავლის ფორმა
დღის
საკონტაქტო ინფორმაცია
ი.ჭავჭავაძის გამზირი 1
0179 თბილისი, საქართველო
ვებ-გვერდი: www.tsu.edu.ge
პროგრამის აღწერილობა:
პრომეთეუსის პროგრამის ფარგლებში ევროკოლეჯი, ტარტუს უნივერსიტეტი და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს 4 სრულ სტიპენდიას საშემოდგომო სემესტრისათვის შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებისათვის: უკრაინა, საქართველო და მოლდავეთი.
პრომეთეუსის პროგრამა არის ინტერდისციპლინარული პროგრამა ბაკალავრი და მაგისტრი სტუდენტებისათვის , მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
პროგრამა ფოკუსირებულია გარდამავალ გამოცდილებაზე აღმოსავლეთ ევროპისა და რუსეთის და  ზოგადად ევრო გაერთიანების განვითარებაზე, ისტორიის მიხედვით.
პროგრამა წარიმართება ინგლისურ ენაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ საიტს: ec.ut.ee/studies
სტიპენდია ფარავს: მგზავრობის ღირებულებას ტარტუმდე და უკან (510 ევროს ფარგლებში), დაზღვევის საფასურს (170 ევროს ფარგლებში), უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში ცხოვრების ხარჯებს (265 ევროს ფარგლებში).
აპლიკანტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
  • უნდა იყვნენ უკრაინის, საქართველოს ან მოლდავეთის მოქალაქეები;
  • უნდა იყვნენ ჩარიცხულნი შემდეგ უნვერსიტეტებში: Franko National University of Lviv, Kiev Mohyla Academy, მოლდავეთის ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია, მოლდავეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თსუ;
  • მათი ძირითადი სწავლების სფრო უნდა იყოს სოციალური ან ჰუმანიტარული მეცნირებები.
პროგრამაში მონაწილეობისათვის:
  • უნდა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ვებ-გვერდზე: ec.ut.ee/studies
  • მაილის საშუალებით გაგუზავნოს დოკუმენტთა სრული ნუსხა არაუგვიანეს 1 ნოემბრისა ევროკოლეჯს, ტარტუს უნივერსიტეტს, Lossi 3-310, 51003 Tartu, Estonia.
საჭირო დოკუმენტთა სრული ჩამონათვალი:
  • ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა;
  • სამოტივაციო წერილი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ნიშნების ფურცლის ინგლისურად თარგმნილი და ოფიციალურად დამოწმებული სია, დამოწმება უნდა მოხდეს უნივერსიტეტის მიერ;
  • 1 ფოტო სურათი 3x4.
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი. (TOEFL, SAT და ა.შ.)
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2009 წლის 1 ნოემბერი 17:00 სთ.
აპლიკაციები განხილული იქნება ევრო კოლეჯის აკადემიური პერსონალის მიერ.
აპლიკაციები შეფასებული იქნება 2009 წლის 15 ნოემბრისათვის.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართეთ სირი მამიმეტსს - sirri.maimets@ut.ee
 
 
 
 
 
 
© 2012 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121
ელ.ფოსტა: contact@aris.ge