თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე საბუთების მიღება დაიწყო.
პროგრამა თავისი ფორმითა და ხარისხით აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროგრამებს შეესაბამება და სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.
2021-2022 სასწავლო წლისთვის სამაგისტრო პროგრამაზე მიღება ორ ტალღად ჩატარდება:
- ადრეული მიღება და
- გვიანი მიღება
ადრეული მიღება
განაცხადის გაკეთება შესაძლებელია 2021 წლის 15 თებერვლიდან 15 მაისამდე; მისაღები გამოცდები ჩატარდება 2021 წლის 22 მაისს.
გვიანი მიღება
განაცხადის გაკეთება შესაძლებელია 2021 წლის 16 მაისიდან 1 ივლისამდე; მისაღები გამოცდები ჩატარდება 2021 წლის 10 ივლისს.
სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ჩარიცხულ ყველა სტუდენტს საშუალება ექნება, უფასოდ გაიაროს მათემატიკის კურსი (3 კვირა, აგვისტო, 2021 წელი) და პირველი მინი-სემესტრი (8 კვირა, სექტემბერ-ოქტომბერი, 2021 წელი).
ფინანსური მხარდაჭერა
სწავლის საფასური: 3,000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ერთი სასწავლო წლისთვის. თუმცა ISET-ის მხარდამჭერით - საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე 15 სტუდენტი მიიღებს აკადემიურ სტიპენდიას სწავლის საფასურის გარკვეული წილის დასაფარავად. ყველა წარმატებულ სტუდენტს რეგიონიდან შეუძლია მიიღოს ნაწილობრივი სტიპენდია;
- ISET-ისა და მისი პარტნიორების დახმარებით, ფინანსური დახმარების საჭიროების მქონე სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ საჭიროებაზე დაფუძნებული სტიპენდიები;
- სტუდენტებს, რომლებიც მიიღებენ საქართველოს სახელმწიფო გრანტს, შეუძლიათ თანხა ISET-ის სწავლის საფასურის ასანაზღაურებლად გამოიყენონ;
- ISET სტუდენტებს სთავაზობს კომერციულ ბანკებთან შუამდგომლობას შეღავათიანი სტუდენტური საბანკო სესხებისათვის, სწავლის საფასურის დაფარვაში დასახმარებლად.
მომავლის პერსპექტივები
- საერთაშორისო სტუდენტური გაცვლითი პროგრამები - ISET-ის სტუდენტების გარკვეულ რაოდენობას საშუალება აქვს, ერთი სემესტრი გაატაროს კლერმონ-ოვერნის უნივერსიტეტსა და ნორვეგიის ეკონომიკის სკოლაში, მონაწილეობა მიიღოს საზაფხულო სკოლებსა და კვლევით ვორკშოპებში სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლასა თუ სხვა პარტნიორ უნივერსიტეტებში;
- დასაქმება და პროფესიული სტაჟირება - ISET-ის კურსდამთავრებულთა 98% დასაქმებულია ან სწავლას აგრძელებს საზღვარგარეთ. ISET-ის კურსდამთავრებულებს უკავიათ წამყვანი თანამდებობები რეგიონსა და საზღვარგარეთ. ISET-ის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, სწავლის პარალელურად, პროფესიული სტაჟირება გაიარონ არაერთ ორგანიზაციაში;
- სწავლის გაგრძელება აშშ-ისა და ევროპის წამყვან სადოქტორო პროგრამებზე, სრული დაფინანსებით - ამჟამად ჩვენი კურსდამთავრებულები სწავლობენ სტენფორდის, ჩიკაგოს, ნიუ-იორკის, ვაშინგტონის, პენსილვანიის, ვორიკის, ლესტერისა და სხვა უნივერსიტეტებში;
- ახალგაზრდა მასწავლებელთა პროგრამა - ISET-ის კურსდამთავრებულთა თითქმის 70% მონაწილეობას იღებს ჩეხეთის რესპუბლიკის CERGE-EI-ის ფონდის ახალგაზრდა მასწავლებელთა პროგრამაში. პროგრამის ყველა მონაწილე გადის პედაგოგიურ ტრენინგს პრაღაში, მათ აქტიურ მენტორობას უწევენ CERGE-EI-ისა და ISET-ის პროფესორები. პროგრამის დასრულების შემდეგ, ისინი რეგიონის სხვადასხვა უნივერსიტეტში ასწავლიან თანამედროვე, საბაზრო ეკონომიკას.
- გამოყენებითი კონცენტრაციების არჩევა - სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ ეკონომიკური თეორიის, ენერგეტიკის ეკონომიკის, ინკლუზიური ზრდის, მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და თანამედროვე მონაცემთა ანალიზის მიმართულებები.
რეგისტრაცია
- ონლაინ განაცხადის შევსება
- მისაღები გამოცდების ჩაბარება
- გასაუბრება (საჭიროების შემთხვევაში)
საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ჩააბარონ საერთო სამაგისტრო გამოცდა.
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა დღის