GE
სისტემური ინჟინერია (IT) და ქსელური ადმინისტრირება
1. ინფორმაციული ტექნოლოგიის (IT) შემსწავლელი კურსი დამწყები მომხმარებლისთვის.

ინფორმაცია კურსის შესახებ

უპირველეს ყოვლისა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ შეიძინონ პერსონალურ კომპიუტერებთან მუშაობის უნარები და ჩვევები, დაინტერესებულები არიან მაღალი ტექნოლოგიების სფეროთი. სურთ დამოუკიდებლად გადაჭრან კომპიუტერული პრობლემები (რემონტი, აწყობა, დიაგნოსტიკა), დამოუკიდებლად დააინსტალირონ და ოპტიმიზაცია გაუკეთონ კომპიუტერის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი შეძლებს:
  • დამოუკიდებლად გაერკვეს კომპიუტერის არქიტექტურაში
  • ჩამოაყალიბოს სასურველი კომპიუტერის კონფიგურაცია
  • დამოუკიდებლად ააწყოს ახალი კომპიუტერი
  • გაარემონტოს და დიაგნოსტიკა გაუკეთოს დაზიანებულ მოწყობილობებს
  • ოპერაციული სისტემების ინსტალაცია
  • შეასრულოს სისტემური პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, ოპტიმიზაცია და პარამეტრები დაყენება
  • დრაივერების მოძიება და მათი ინსტალაცია
  • განახორციელოს გარე მოწყობილობების მიერთება და შეცვლა, კომპიუტერული ტექნიკის მოწყობილობების ტესტირება, კომპიუტერების შიდა ინფორმაციის მატარებლების სივრცეების ოპტიმიზაცია.
  • ჩაუტაროს ტესტირება და მცირე სარემონტო სამუშაოები კომპიუტერული ტექნიკის სხვადასხვა მოწყობილობებს და ლოკალური ქსელის საკაბელო ხაზებს.
  • აღმოფხვრას პროგრამული უზრუნველყოფის დაზიანებისგან გამოწვეული ავარიული სიტუაციები.
  • განახორციელოს კომპიუტერული ტექნიკის პროფილაქტიკური სამუშაოები
  • შეასრულოს მცირე ზომის ლოკალური ქსელების გამართვა როგორც ტექნიკურად, ასევე პროგრამულად.
კურსის მიმდინარეობისას მსმენელები მიიღებენ  სასწავლო მასალებს  ქართულ ენაზე.
კურსის ხანგრძლივობა 20 გაკვეთილი
ღირებულება: 400 ლარი ინდივიდუალურად
300 ლარი - ორ კაციან ჯგუფში ერთი მსმენელისთვის.

2. ლოკალური ქსელების ადმინისტრატორის მოსამზადებელი კურსი

ინფორმაცია კურსის შესახებ
კურსი წარმოადგენს სასწავლო პროგრამას ლოკალური კომპიუტერული ქსელების საფუძვლების შესახებ, სადაც ისწავლება ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს ლოკალური ქსელების არქიტექტურას, განიხილება ქსელების საბაზო ფუნქციები, ასევე ამ ფუნქციების რეალიზაციის ალგორითმები. მსმენელები გაეცნობიან რეკომენდაციებს ყველაზე გავრცელებული Ethernet და Fast Ethernet ლოკალური ქსელების პროექტირების შესახებ, ასევე ლოკალური ქსელის Internet გლობალურ ქსელთან მოდემების საშუალებით მიერთების ხერხებს.

კურსის გავლის შედეგად მიღებული ცოდნა არ მოძველდება ძალზე დიდი ხნის განმავლობაში. ვერც ახალი პროგრამული უზრუნველყოფა და ვერც უფრო უახლესი, ეფექტური აპარატული უზრუნველყოფისა თუ საწარმოო რესურსების გამოჩენა ვერ იმოქმედებს იმ ძირითად პრინციპებზე, რომელიც საფუძვლად უდევს ქსელურ ტექნოლოგიებს. სწორედ ამ ძირითად პრინციპებზეა გამახვილებული ყურადღება მოცემულ სასწავლო კურსში.

კურსის მიზანი: მისცეს მსმენელს აუცილებელი კრებული იმ კონცეპტუალური ცოდნისა, რომელიც აუცილებელია თანამედროვე ქსელური ტექნოლოგიების შესასწავლად.

მსმენელი წინასწარ უნდა ფლობდეს:
  • კომპიუტერის მუშაობის პრინციპების ზოგად მონაცემებს
  • კურსის მიმდინარეობისას მსმენელები მიიღებენ  სასწავლო მასალებს  ქართულ ენაზე
  • კურსის ხანგრძლივობაა 20 ლექცია
  • ღირებულება: 400 ლარი ინდივიდუალურად
  • 300 ლარი - ორ კაციან ჯგუფში ერთი მსმენელისთვის.
3. კომპიუტერის გარემონტებისა და მომსახურების სპეციალისტის კურსი

ინფორმაცია კურსის შესახებ
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს პროფესიულ დონეზე დაეუფლოს კომპიუტერულ ტექნიკას, ისწავლოს მისი მომსახურება და გარემონტება როგორც საკუთარი მოთხოვნილებებისთვის, ასევე დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით. გაერკვეს აპარატულ და პროგრამულ დაზიანებებში და აღმოფხვრას ისინი.  ამჟამად შეინიშნება მოსახლეობის მიერ კომპიუტერული ტექნიკის შეძენის ზრდის ტენდენცია, თუმცა მყიდველთა უმრავლესობამ არ იცის კომპიუტერის მომსახურება და გარემონტება. ბაზარზე სპეციალიზირებული ფირმების გამოჩენა, რომლებიც მომხმერებელს სთავაზობენ მომსახურებას ამ სფეროში, მოწმობს აღნიშნული სპეციალობის პოპულარობის ზრდაზე. იზრდება მოთხოვნილება კომპიუტერების მომსახურებისა და რემონტის სპეციალისტის ვაკანსიაზე წარმოებებისა და ორგანიზაციების მხრიდანაც.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი შეძლებს
  • კომპიუტერის კონფიგურაციის სწორად შერჩევას და მის აწყობას
  • დაზიანებების აღმოჩენას და მათ გარემონტებას
  • ოპერაციული სისტემების ინსტალაციას
  • დრაივერების მოძიებას და დაყენებას
  • სასრგებლო უტილიტების გამოყენებას
  • კომპიუტერის ფიზიკური მოწყობილობების ტესტირებას
  • პროგრამული და აპარატული ნაწილების პროფილაქტიკა
  • ქსელების გაყვანას და ინსტალაციას
სად შეიძლება იმუშაოთ კურსის დასრულების შემდეგ
  • გახსნათ საკუთარი სერვის-ცენტრი
  • იმუშაოთ კომპიუტერების მომსახურების სპეციალისტად ორგანიზაციებში
  • შეასრულოთ სისტემური ადმინისტრატორის ფუნქციები
  • მაღაზიებში შეასრულოთ გასაყიდი კომპიუტერების აწყობა და ინსტალაცია
კურსის მიმდინარეობისას მსმენელები მიიღებენ  სასწავლო მასალებს  ქართულ ენაზე.
სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 20 გაკვეთილი
ღირებულება: 400 ლარი ინდივიდუალურად
300 ლარი - ორ კაციან ჯგუფში ერთი მსმენელისთვის.

4. სისტემური ადმინისტრატორის გადასამზადებელი პროფესიონალური კურსი.

პროფესიული და თანამდებობრივი მოვალეობების ჩამონათვალი კურსის დასრულების შემდეგ;
  • ასრულებს სისტემური პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციას, ოპტიმიზაციას და პარამეტრების დაყენებას.
  • ამუშავებს და ნერგავს როგორც ორგანიზაციის ეკონომიკისა და მართვის ამოცანების რეალიზაციისათვის, ასევე საპროექტო-საკონსტრუქტორო, სამართავი და ფინანსური საქმიანობისთვის აუცილებელ პროგრამულ კომპლექსებს.
  • ორგანიზაციის ადმინისტრაწიას უწევს საკონსულტაციო მომსახურებას გამოთვლითი ტექნიკისა და კომპიუტერული საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.
  • ახორციელებს გარე მოწყობილობების მიერთებას და შეცვლას, კომპიუტერული ტექნიკის მოწყობილობების ტესტირებას, კომპიუტერების შიდა ინფორმაციის მატარებლების სივრცეების ოპტიმიზაციას.
  • ასრულებს კომპიუტერულ ანტივირუსულ ღონისძიებებს, მონაწილეობას იღებს ორგანიზაციის ლოკალური ქსელის ადმინისტრირებაში.
  • ორგანიზებას უკეთებს სხვადასხვა ორგანიზაციების კომუნიკაციური, პროგრამული და აპარატული აღჭურვის ხელშეკრულებების შესრულებას.
  • უზრუნველყოფს ტელეკომუნიკაციური არხების მეშვეობით ლოკალური ქსელის ინფომაციის გაცვლას გარე ორგანიზაციებთან.
  • უტარებს ტესტირებას და მცირე სარემონტო სამუშაოებს კომპიუტერული ტექნიკის სხვადასხვა მოწყობილობებს და ლოკალური ქსელის საკაბელო ხაზებს.
  • აღმოფხვრას პროგრამული უზრუნველყოფისა და მონაცემთა ბაზების დაზიანებისგან გამოწვეული ავარიული სიტუაციები.
  • ახორციელებს კომპიუტერული ტექნიკის პროფილაქტიკურ სამუშაოებს
  • ორგანიზებას უწევს კომპიუტერული ტექნიკის სარემონტო სამუშაოებს მოწვეული სპეციალიზირებული სამსახურების მიერ.
  • ახორციელებს კომპიუტერების აპარტული მოწყობილობებისა პროგრამული უზრუნველყოფის ბაზრის სისტემატურ ანალიზს.
  • ამზადებს წინადადებებს აუცილებები ქსელური მოწყობილობებისა და სისტემური პროგრამული უზრუნველყოფის მოდერნიზაციისა და შეძენისათვის.
კურსი განკუთვნილია:
უპირველეს ყოვლისა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ პერსონალურ კომპიუტერებთან მუშაობის გამოცდილება, დაინტერესებულები არიან მაღალი ტექნოლოგიების სფეროთი, შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაჭრან კომპიუტერული პრობლემები (რემონტი, აწყობა, დიაგნოსტიკა), დამოუკიდებლად დააინსტალირონ და ოპტიმიზაცია გაუკეთონ კომპიუტერის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კურსის მსმენელმა აუცილებელია იცოდეს:
  • კომპიუტერის აპარატურული ნაწილი (კომპიუტერის კომპლექტაციის დონეზე).
  • ელემენტარული (საოფისე, არქივატორები, ფონტები და ა.შ.) პროგრამული უზრუნველუოფის დაინსტალირება და მათი პერემეტრების დაყენება.
  • ინტერნეტი და მისი გამოყენება.
სად შეიძლება იმუშაოთ კურსის დასრულების შემდეგ:
სისტემურ ადმინისტრატორად. თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება სისტემური ადმინისტრატორის საქმიანობის სრული შიდა სამზარეულო, თქვენ გამოიმუშავებთ მართვის, რემონტის, პარამეტრების დაყენების, IT ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის უნარებს. თუმცა თქვენს სფეროში პროფესიონელად ჩამოყალიბებისთვის საჭიროა დიდი ძალისხმევა და ხანგრძლივი პრაქტიკა, ჩვენ კი მოგცემთ იმ საფუძველს, რომლითაც თქვენ შეძლებთ თამამად მოკიდოთ ხელი თქვენზე დაკისრებულ სამუშაოს, და მისი შესრულებისას გაიზარდოთ როგორც სპეციალისტი.

კურსის მიმდინარეობისას მსმენელები მიიღებენ  სასწავლო მასალებს  ქართულ ენაზე
კურსის ხანგრძლივობა 48 გაკვეთილი
ლექციები მიმდინარეობს კვირაში სამჯერ
სრული კურსის ხანგრძლივობა 4 თვე
ღირებულება თვეში 240 ლარი - ინდივიდუალურად
ღირებულება თვეში 180 ლარი - ორ კაციან ჯგუფში
ლექციები მიმდინარეობს ქართულ და რუსულ ენებზე!

გაითვალისწინეთ! მსმენელი, რომელიც გაივლის ოთხივე კურსს, მისთვის პროგრამა შეიკვეცება და ჯამში ნაკლები ლექციები ჩაუტარდება.

,,ინტელექტ ცენტრი” აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიასთან და საუკეთესო კურსდამთავრებულებს აგზავნის სტაჟირებაზე დასაქმების გარანტიით.
 მსმენელებს კურსის ბოლოს ჩაუტარდებათ შესაბამისი ტესტირება, გამორჩეულებს რეკომენდაციას მისცემს პედაგოგი და მათ CV-ს იტოვებს ,,ინტელექტ ცენტრის” ბაზაში, დამკვეთი კომპანიისგან სტაჟიორის ან კადრის მოთხოვნისთანავე ხდება მათი მონაცემების გაგზავნა. სადაც მიიღებენ რეალურ პრაქტიკას და აქტიურად გამოიყენებენ ჩვენთან მიღებულ ცოდნას. ვაკანსიის შემთხვევაში კი მათ უფრო მეტი შანსი ექნებათ, რომ დასაქმდნენ იმავე კომპანიაში.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული, რუსული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები