GE
პრაქტიკული მერჩენდაიზინგის კურსი
ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ მომხმარებლის მოთხოვნებს - დღეისათვის, მაღალი კონკურენციის პირობებში ნამდვილად საჭიროა ისეთი სპეციალობის  ცოდნა, როგორიც პრაქტიკული მერჩენდაიზინგია.

მერჩენდაიზინგი მოიცავს საცალო ვაჭრობაში ისეთი ღონისძიებების ჩატარებას, რომელიც გაზრდის რეალიზაციის მოცულობას,  ხოლო მერჩენდაიზერი არის საცალო ვაჭრობაში პროდუქციის გავრცელების სპეციალისტი.

პრაქტიკული მერჩენდაიზინგის კურსში შეგასწავლით: როგორ აწარმოოთ კონტროლი და მონიტორინგი მაღაზიის მარაგებზე, საქონლის ეფექტურ წარდგინებას, თაროებზე საქონლის განლაგების მეთოდებს, გარკვეული ხაზისადმი მომხმარებლის ყურადღების მიპყრობას, POS მატერიალების გამოყენებას, სარეკლამო სტრატეგიის შემუშავებას და საქონელზე ფასების კონტროლს, საფასურის განთავსების წესებს,  კონტრაქტების მოგვარებას, ახალი მომხმარებლების მოზიდვას, უკვე არსებულში მოტივაციის გაზრდას, პლანოგრამების შედგენას, მაღაზიის აღჭურვილობის კონტროლს.. ყოველივე ამის პრაქტიკული რეალიზაცია მოხდება Excel, Access, Power point-სა და Vizio-ში;

კურსს უძღვება: პროგრამისტ-ლოჯისტიკოსი, რომელიც შეკვეთის სახით ორგანიზაციებს უკეთებს ლოჯისტიკურ აღრიცხვა–კონტროლს და წარმოადგენს მაღაზიის პრაქტიკოს მერჩენდაიზერს.
სასწავლო კურსის  ამოცანები რეალური შეკვეთების მოდელებია.

სწავლის ხანგრძლივობა: 15 ლექცია - 1სთ -იანი.

სწავლის ღირებულება:
ინდივიდუალურად -  350 ლარი.
ორ-სამ კაციან კგუფში - 280 ლარი.
ოთხი და მცირერიცხოვან ჯგუფში - 225 ლარი.

წარჩინებულ კურსდამთავრებულებს გავუწევთ რეკომენდაციას დამსაქმებელთან.

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ ვებ-გვერდიდან http://www.intelc.ge გამოგზავნოთ მსმენელის ფორმა რეგისტრაციისათვის.

ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები