GE
რუსული ენის კურსები
რუსული დამწყებთათვის, რუსული როგორც უცხოენა + რუსული ენა საქმიანი ურთიერთობებისათვის

კურსის აღწერა:
საქმიანი რუსული ენის ინტენსიური კურსი ავითარებს პროფესიონალური კონტაქტებისათვის საჭირო ენობრივი საშუალებების გამოყენების უნარ-ჩვევებს.

მიზნად დასახულია მეორე სასერტიფიკაციო დონის (ТРКИ - 2) მიღწევა, რაც, თავის მხრივ, რუსული სახელმწიფო სისტემის სტანდარტის მიხედვით უცხო ქვეყნების მოქალაქეთათვის უზრუნველყოფს კომუნიკატიურ საჭიროებებს პროფესიონალურ ურთიერთობებში.

კურსის ამოცანები: მთავარი ამოცანაა ენობრივი ბაზისისა და პროფესიონალური ურთიერთობების სფეროში უნარ-ჩვევების განვითარება.

მეორე სასერტიფიკაციო დონის ლექსიკური მინიმუმი არის 6000 სიტყვა. აქ შედის, აგრეთვე, ТРКИ - 2 სტანდარტის შესაბამისი გრამატიკული მასალა, რაც იძლევა შემდეგი კომუნიკატიური ამოცანების გადაჭრის საშუალებას:
  1. კითხვა:
    - საყოფაცხოვრებო და სოციალურ-კულტურული ხასიათის არაადაპტირებული, 1000 სიტყვაზე მეტი მოცულობის ტექსტი.
  2. მოსმენით აღქმა:
    - დიალოგი;
    - მონოლოგი;
  3. დიალოგის წარმართვა;
  4. მონოლოგი-თხრობა წაკითხული ტექსტის საფუძველზე (800 სიტყვამდე) და საკუთარი შეხედულებების გამოთქმა ტექსტში აღწერილის თაობაზე.
  5. წერილობითი მონათხრობის შედგენა შეთავაზებულ თემაზე (წერილობითი ტექსტის მოცულობა - 40 წინადადება).
  6. ტიპურ საქმიან სიტუაციებში ურთიერთობის ჩვევების ქონა.
  7. წერილობითი მონათხრობის შედგენა წაკითხულზე (მოცულობა - 800 სიტყვამდე).
სასწავლო მასალა: Русский язык как иностранный. Второй год обучения. Часть 2, 2010 год.

მეცადინეობის გეგმა:

თითოეული გაკვეთილი შეიცავს:
  • ტექსტს და მასთან დაკავშირებული კითხვების კომპლექსს
  • ლექსიკო-გრამატიკულ დავალებებს
  • სადისკუსიო მასალებს.
სკოლის მოსწავლეთათვის: ჯგუფური მეცადინეობის თანხა 80 ლარი. კვირაში 2-ჯერ 1,5 სთ-იანი გაკვეთილი.
დამწყებთათვის: ჯგუფური მეცადინეობის თანხაა 100 ლარი, ინდივიდუალური - 150 ლარი. კვირაში 2-ჯერ, 1.5 სთ-იანი გაკვეთილი.
 
ბიზნეს რუსული და რუსული საქმიანი ადამიანებისთვის: ჯგუფური მეცადინეობის შემთხვევაში 12 გაკვეთილის ღირებულებაა 150 ლარი, ინდივიდუალურის: 300 ლარი. კვირაში 2-ჯერ 2 საათიანი გაკვეთილი.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებ–გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები