GE
გაემგზავრეთ ტრენინგ–კონფერენციაზე გაეროში, ნიუ–იორკში
ღირებულება: 4500 USD
ევროპის აკადემიური ცენტრი საშუალებას აძლევს დაინტერესებულ სტუდენტებს, ახალგაზრდა პროფესიონალებს, გაემგზავრონ ამერიკაში და მონაწილეობა მიიღონ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ახალგაზრდულ ფორუმში - გლობალური პრობლემების გადაჭრის ლაბორატორია 2014, გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ იორკი.

პროექტი განკუთვნილია როგორც მოსწავლეებისთვის 16 წლიდან, ასევე სტუდენტებისთვისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ, დაეუფლონ სტრატეგიების შემუშავებისა და დაგეგმვის მეთოდოლოგიას, მიიღონ ცოდნა და გამოცდილება ლიდერობისა და პრობლემების მოგვარების გზების შესახებ, გაეცნონ მსოფლიოს წინაშე მდგარ მთავარ პრობლემებსა და გამოწვევებს, მათი მოგვარების გზებს, ტექნოლოგიებს, კულტურას, რესურსებს და გააცნობიერონ, რისი გაკეთება შეუძლიათ მათ მომავლის შესაცვლელად.

სამეცნიერო პროექტი არის ადგილი, სადაც რეალურად ხდება გლობალური და ლოკალური პრობლემების გადაჭრის გზების შემუშავება.
მოთხოვნები:
  •  ასაკობრივი ჯგუფები: 16-დან 25 წლამდე;
  •  საკომუნიკაციო ინგლისური ენის ცოდნა;
  •  ლიდერის თვისებები.
რეგისტრაციისთვის, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: exchangeprograms@pdcgeo.ge (სათაურის ზოლში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და "USA International Programm").
ან შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
 
პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
პროექტის ხანგრძლივობა: 10 დღე
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი აშშ
  • სწავლების ენა ინგლისური
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები