GE
სპეციალური პროგრამები ბავშვებისათვის
AIA-GESS საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი   და ბავშვთა ესთეტიკური აღზრდისა და განვითარების ცენტრი გთავაზობთ:
 
სკოლამდელი ასაკის (მოსამზადებელი ჯგუფი 4-5 წელი) და სკოლის მოსწავლეებისთვის სპეციალურ  სასწავლო-შემეცნებით-შემოქმედებითი ხასიათის პროგრამებს:
  • ენების შემსწავლელ საერთაშორისო პროგრამებს (ბრიტანეთი, ესპანეთი) 
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგების შემსწავლელ პროგრამებს
  • კულტურულ-შემოქმედებითი ხასიათის აქტივობებს
  • წიგნის კითხვისა და დისკუსიების მართვის სტრუქტურულ დახელოვნებას
  • ფსიქოლოგთან ინდივიდუალური და ჯგუფური ხასიათის შეხვედრა-აქტივობებს    

ბავშვთა ესთეტიკრი აღზრდისა და განვითარების ცენტრი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს იმ პრობლემებს, რომლებიც ყველაზე გავრცელებულია  სწავლის პროცესში:
  • კითხვის უნარის დაქვეითება
  • წერის უნარის დაქვეითება
  • დისპრაქსია (მოტორული უნარების სხვადასხვა სახის სირთულეები)
  • თხრობის ან მოსმენის დარღვევა
  • სმენითი პროცესირების დარღვევა
  • ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის სინდრომი AD/HD
  • ფონოლოგიური დისლექსია
  • დისგრაფია
ჩვენი მუშაობის სპეციფიკა ითვალისწინებს პრობლემის  ადრეულ სკრინინგსა და იდენტიფიკაციას. სპეციალისტების მიერ წარმოებული შეფასების საფუძველზე, მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების გამიჯვნა მნიშვნელოვანია ინდივიდუალური სასწავლო სტრატეგიის შემუშავება-რეკომენდირებისათვის, რაც ნიშნავს დასწავლის ისეთ სპეციფიკას, სადაც  სუსტ მხარეებზე გავლენა-ძლიერი მხარის ფაქტორებიდან გამომდინარეობს და სპეციალისტებთან ერთად ითვალისწინებს მშობლის აქტიურ ჩართულობას, შესაფერისი გარემოს შექმნას, ფსიქოლოგის დახმარებას, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენას, მოსწავლისთვის შესაფერისი აქტივობების შემუშავებას, ეფექტური წამახალისებელი სისტემის დაგეგმვას.
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები