GE
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის მენეჯმენტის სასერთიფიკატო კურსი
ღირებულება: 1300 ლარი
GIPA გთავაზობთ საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის მოდელზე შექმნილ სასერტიფიკატო კურსს საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის მენეჯმენტში.
 
კურსი გათვლილია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებისთვის, მათთვის ვინც გეგმავს ამ სფეროში მუშაობის დაწყებას. ადამიანებისთვის რომლებსაც სურთ ცოდნის გაღრმავება და აქვთ სურვილი გაეცნონ საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, კვლევისა და კომუნიკაციის საფუძვლებს.
კურსის ლექციები ორიენტირებულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე, რათა კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. 
 
საგნები:
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა, სტრატეგია და ტაქტიკა (ელდარ პირმისაშვილი);
  • კოროპორაციული ღონისძიებების მენეჯმენტი (ნათია მეტრეველი);
  • მარკეტინგი (გია ბარკალაია, ნატალია მუმლაური);
  • პროექტების მენეჯმენტი (ნინო შოშიტაიშვილი);
  • პრეზენტაციის უნარები (ეკა ჯოჯუა);
  • პიარის ისტორია (პაატა ჩახნაშვილი);
  • კომუნიკაციის ფსიქოლოგია (ზურაბ მხეიძე);
  • ეფექტური ონლაინ კომუნიკაცია (სანდრო ასათიანი);
  • კვლევის მეთოდები (ნინელი იშხნელი, თიკო ბასილაშვილი);
  • ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები (ჯაბა ბოკუჩავა).
საზოგადოებასთან ურთიერთობა, სტრატეგია და ტაქტიკა (ელდარ პირმისაშვილი):
 
კურსი საზოგადოებასთან ურთიერთობაში პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული. სტუდენტები საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლებს , მოკლე ისტორიას, მისი განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს შეისწავლიან და პრაქტიკული ნიმუშების მაგალითზე საზოგადოებასთან ურთიერთობის მნიშვნელობას, მის როლსა და სტრუქტურულ ელემენტებს, ასევე, პიარ კამპანიის დაგეგმვისა და მართვის საფუძვლებს გაეცნობიან.
 
კოროპორაციული ღონისძიებების მენეჯმენტი (ნათია მეტრეველი):
 
ღონისძიების  მართვის კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. სტუდენტი შეისწავლის ღონისძიების დაგეგმვისა და მართვის მთელ ციკლს, რომელიც მოიცავს საკითხის (ღონისძიების) იდენტიფიცირება-გაანალიზებას, ეფექტურ დაგეგმარებას, კოორდინაციას და კონტროლს. კურსი დაეხმარება მსმენელებს ღონისძიების დაგეგმვის და მართვის ეფექტური უნარების გამომუშავებასა და განვითარებაში.
 
მარკეტინგი (გია ბარკალაია, ნატალია მუმლაური):
 
მოდული - მარკეტინგის პრინციპებსა და რეკლამის ფუნქიებს მოიცავს. იგი სტუდენტებს რეკლამის თეორიებს, მისი ჩამოყალიბების გზებს გააცნობს. ისინი მარკეტინგისა და რეკლამისათვის კვლევის მნიშვნელობასაც შეიწავლიან. კურსის განმავლობაში სტუდენტებს კრეატიული აზროვნება განუვითარდებათ - რაშიც მათ ის პრაქტიკული დავალებები დაეხმარებათ, რომლებსაც კურსის განმავლობაში შეასრულებენ.
 
პროექტების მენეჯმენტი (ნინო შოშიტაიშვილი):
 
კურსი დაეხმარება მსმენელებს, გააანალიზონ და გადაჭრან ის სირთულეები, რომლებიც უკავშირდება რთულ, სწრაფად ცვალდებად გარემოში პროექტების წარმატებით განხორციელებას. ზოგადი პროექტების მართვისგან განსხვავებით, პროექტების მართვა მედიის სფეროში სპეციფიკურია, გარემოს მაღალი დინამიკიდან გამომდინარე.
 
კომუნიკაციის ფსიქოლოგია (ზურაბ მხეიძე):
 
კურსის მიზანია კომუნიკაციის როგორც პროცესის გაგება და გააზრება,  კურსის განმავლობაში  განიხილება კომუნიკაციის სტრუქტურული კომპონენტები და მათი მნიშვნელობა კომუნიკაციის პროცესში;  გაანალიზებული იქნება მედიის - როგორც კომუნიკატორის როლი საზოგადოებასთან კომუნიკაციის პროცესში . ასევე სახელმწიფოსა და საზოგადოებას, სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის კომუნიკაციის თავისებურებები. 
 
ეფექტური ონლაინკომუნიკაცია (სანდრო ასათიანი):
 
კურსის მსვლელობისას სტუდენტები შეისწავლიან ელექტრონულ მედიასთან მუშაობის უნარ-ჩვევებს. პრაქტიკული დავალებების მეშვეობით შეისწავლიან უახლეს ინტერნეტტექნოლოგიებს, რომელებიც დაეხმარება მათ ვირუსული PR კამპანიის წარმოებისას.
 
კვლევის მეთოდები (ნინელი იშხნელი, თიკო ბასილაშვილი):
 
მოცემული კურსი წარმოადგენს სხვადასხვა კვლევითი მეთოდის, მათი დანიშნულების, ასევე მარკეტინგული კვლევის ანალიზის მიმოხილვის  თეორიულ და  პრაქტიკულ კურსს, რომელიც აგებულია ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკის, კვლევით ბაზარზე არსებული ძირითადი სამომხმარებლო მოთხოვნების და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებისათვის აქტუალური მარკეტინგული ამოცანების გათვალისწინებით.
 
ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები (ჯაბა ბოკუჩავა):
 
კურსი მოიცავს სხვა და სხვა სახის მარკეტინგული კომუნიკაციების მიმოხილვას, მარკეტინგული გეგმისა და ბიუჯეტის შედგენას. სწავლების განმავლობაში, სტუდენტები შეეხებიან ბრენდინგს, სარეკლამო კონტენტის გენერირებას და ტარგეტირებას, შეისწავლიან ბაზრის მახასიათებლებსა და მარკეტინგული აქტივობების სხვა და სხვა სტრატეგიებს. 
 
ლექციები ჩატარდება 6 ოქტომბრიდან 3 თვის (კვირაში 3-ჯერ 18:30 საათიდან 21:30 საათამდე) განმავლობაში.
 
კურსის საფასურის გადახდა ხორციელდება ორ ეტაპად. პირველი ეტაპის გადახდა უნდა მოხდეს სწავლის დაწყების პირველივე კვირას.
 
მიღება დაიწყო! ბოლო ვადა: 29.09.2014
 
მსურველებმა უნდა წარმოადგინონ: შევსებული სააპლიკაციო ფორმა, პირადობის მოწმობის ასლი და CV. მსურველთა რეგისტრაცია, შეზღუდული ადგილების გამო, მოხდება სააპლიკაციო ფორმების მიხედვით.
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები