GE
საერთაშორისო პროექტი ევროკავშირის შესახებ – სოფია, ბულგარეთი
ღირებულება: 200 ევრო
"ევროპის აკადემიური ცენტრი" საშუალებას გაძლევთ, მონაწილეობა მიიღოთ საერთაშორისო პროექტში "ევროკავშირის მოდელირება", რომელიც გაიმართება 2014 წლის 24-28 ოქტომბერს, ბულგარეთში, ქ. სოფიაში.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ ევროკავშირის ფუნქციები და სურთ, უფრო მეტი შეიტყონ მისი მუშაობის სპეციფიკის შესახებ.

პროექტი კარგი შანსია მათთვის,ვისაც სურს მომავალში სწავლა, მუშაობა ან სტაჟირება ევროკავშირის ორგანიზაციებში. პროექტი ნაწილობრივ დაფინანსებულია ევროკომისიისა და "ერასმუს+"-ის მიერ.

კონფერენცია საშუალებას მისცემს მონაწილეებს, განავითარონ მოლაპარაკებების წარმოების, დებატების წარმართვის, დიპლომატიური უნარები, ასევე გაიცნონ თანატოლები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.

სამუშაო ენა: ინგლისური.
 
პროექტის ღირებულება მოიცავს:
  • საერთაშორისო სერთიფიკატს.
  • საცხოვრებლისხარჯებს;
  • რეგისტრაციას;
  • მონაწილეობასსოციალურ/კულტურულაქტივობებში;
მონაწილე თავად ფარავს მგზავრობის ხარჯს.

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია! რეგისტრაციის დასრულებამდე დარჩენილია 1 კვირა.

მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული  სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი ბულგარეთი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები