GE
მობილობა საბაკალავრო პროგრამებზე და უფასო სწავლა გერმანიის უნივერსიტეტში
ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებელი - GEU აცხადებს ვაკანსიებს უმაღლესი სასწავლებლების იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ გადმოსვლა და სწავლის გაგრძელება 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებელის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე.
  • ბიზნესის ადმინისტრირება - 31 ადგილი;
  • ტურიზმი - 31 ადგილი;
  • მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა - 9 ადგილი.
GEU სტუდენტებს თავაზობს მაღალი ხარისხის სწავლას  მათთვის  ხელმისაწვდომ ფასად. სტუდენტი, რომელიც  პრიორიტეტს მიანიჭებს ჩვენს სასწავლებელს და პირველი არჩევანით განახორციელებს მობილობას ნებისმიერ პროგრამაზე, ისარგებლებს სწავლის საფასურის  შეღავათების, სასწავლო გრანტისა და სტიპენდიის მოპოვების არსებული შესაძლებლობებით.
 
წარმატებულ სტუდენტებს ეძლევათ შანსი მოიპოვონ ჩვენი პარტნიორი - DHBW Duale Hochschule Baden-Württemberg Karlsruhe უნივერსიტეტის სტიპენდია და უფასოდ ისწავლონ გერმანიაში.
 
მობილობის მსურველები უნდა დარეგისტრირდეთ მისამართზე: www.students.eqe.ge
 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები