GE
გაეროს ტრენინგ-კონფერენცია ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში
ღირებულება: 4500 USD
გაემგზავრეთ გაეროს ტრენინგ-კონფერენცია ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში - "გლობალური პრობლემების გადაჭრის ლაბორატორია 2015".
 
"ევროპის აკადემიური ცენტრი" სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს - გაემგზავრონ ამერიკაში და მონაწილეობა მიიღონ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ახალგაზრდულ ფორუმში, რომელიც გაიმართება ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში და ფილადელფიაში.
პროექტი განკუთვნილია 16-დან 35 წლამდე მოსწავლეების, სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის.
 
მონაწილეებს საშუალება ექნებათ, შეისწავლონ სტრატეგიების შემუშავებისა და დაგეგმვის მეთოდოლოგია, მიიღონ ცოდნა და გამოცდილება ლიდერობისა და პრობლემების მოგვარების გზების შესახებ. გაეცნონ მსოფლიოს წინაშე მდგარ მთავარ პრობლემებსა და გამოწვევებს, მათი მოგვარების გზებს, ტექნოლოგიებს, კულტურას, რესურსებს და გააცნობიერონ, რისი გაკეთება შეუძლიათ მათ მომავლის უკეთესობისკენ შესაცვლელად.
სამეცნიერო პროექტი არის ადგილი, სადაც რეალურად ხდება გლობალური და ლოკალური პრობლემების გადაჭრის გზების შემუშავება.
 
მოთხოვნები:
  • ასაკობრივი ჯგუფები: 16-დან 35 წლამდე;
  • საკომუნიკაციო ინგლისური ენის ცოდნა;
  • ლიდერის თვისებები.
პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
პროექტის ხანგრძლივობა: 2 კვირა
პროექტის განხორციელების დრო: 2015 წლის 21 ივნისი - 4 ივლისი
 
ღირებულებაში შედის:
  • კონფერენციაში მონაწილეობა;
  • საკონფერენციო მასალები;
  • საერთაშორისო სერთიფიკატი;
  • საცხოვრებლის ხარჯები ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში;
  • შიდა გადაადგილება;
  • თვითმფრინავის ბილეთები;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები