GE
გაცვლითი პროგრამა აშშ-ში
ღირებულება: 3290 USD
"ევროპის ახალგაზრდული ორგანიზაცია" გთავაზობთ ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკი.
 
პერიოდი: 20 სექტემბერი - 30 სექტემბერი, 2015 წელი
 
ყველა მოტივირებულ ახალგაზრდას გეძლევათ არაჩვეულებრივი შანსი დაესწროთ ახალგაზრდულ სემინარებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ნიუ-იორკი.
 
ტრეინინგის თემატიკა:
  • ადამიანის უფლებების დაცვა და ეკონომიკური ზრდა-განვითარება
  • გაერთიანებული ერების მიღწევები და ახლანდელი გამოწვევები
  • გაერთიანებული ერების პროგრამა,სააგენტოები და არასამთავრობოები
  • გაერთიანებული ერების პოლიტიკა,ფონდები და სამომოავლო გეგმები
  • დიპლომატია და საჯარო გამოსვლების ხელოვნება
  • ახალი შესაძლებლობები,მენტორები და ასოციაციები
  • პროექტები და მისი განხორციელების გზები
  • ახალგაზრდების დიპლომატიური ძალისხმევა განვითარებისა და ადამიანური ინიციატივებისათვის
  • ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება
  • კომიტეტებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელშეწყობის გზები
  • ინტერკულტურული ინტეგრაცია
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აქტიურ ახალგაზრდებს,15-30 წლამდე, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე.

ღირებულება მოიცავს:
  • წინამოსამზადებელ შეხვედრას
  • მგზავრობის ხარჯებს (ორივე გზა)
  • სავიზო პროცედურებს
  • საცხოვრებლის ხარჯებს
  • პროგრამაში მონაწილეობას
  • ექსკურსიას
  • ტური გაეროს შტაბ-ბინაში
  • ჯგუფის ხელმძღვანელის თანხლებას
  • კულტურულ-შემეცნებით საღამოებს
  • საერთაშორისო სერტიფიკატს
შერჩევა მოხდება ტესტირებისა და გასაუბრების შედეგად
 
რეგისტრაციის ბოლო ვადა 20 ივლისი 2015.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთვსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი ნიუ იორკი, აშშ
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები