GE
მარკეტინგის სერტიფიცირებული მენეჯერის პროგრამა
ღირებულება: 4000 ლარი
GIPA-ს მარკეტინგის სერტიფიცირებული მენეჯერის პროგრამა განკუთვნილია, როგორც დამწყები მენეჯერებისათვის, რომელსაც არა აქვს პრაქტიკული გამოცდილება და გეგმავენ წარმატებული კარიერის განხორციელებას მენეჯერების პოზიციაზე, ასევე მოქმედი მარკეტინგის მენეჯერებისათვის, რომელთაც სურვილი აქვთ გაიღრმავონ ცოდნა მარკეტინგის მიმართულებით.

GIPA-ს ინოვაციური პროგრამა გთავაზობთ ბიზნესის დაგეგმარების უნიკალურ და აპრობირებულ მეთოდებს, რომელიც დაგეხმარებათ ბიზნეს იდეების გენერირებასა და არსებული და სამომავლო საქმიანობის განვითარებაში.
პროგრამაში მონაწილეობა გაგიხსნით გზას წარმატებისაკენ და თქვენი ამბიციური სურვილების შესრულებისაკენ.

ჯიპას მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი ლექტორები გაგიზიარებენ და თქვენთან ერთად განავითარებენ შემდეგ კომპეტენციებს: ორგანიზაციის მარკეტინგული ხედვა, წარმატებული სტრატეგია და სარეკლამო კამპანია, კომუნიკაციები, საკუთარი თავის მართვა, გაყიდვების პროცესის მართვა და მომხმარებლის ქცევის ანალიზი, მოლაპარაკების წარმართვა, კონკურენტების ქცევა, მარკეტინგული არხების მართვა, პროდუქტის შემუშავება.

დაგეხმარებით წინასწარ განსაზღვროთ ბიზნესის წარმატება, თითოეული გადაწყვეტილების ბიზნეს შედეგები, კომპანიის იმიჯი და ბაზრის წილი.
 
საგნები და ლექტორები
 
ბიზნესისა და მარკეტინგის საფუძვლები – ლექტორები: ნიკოლოზ აბუაშვილი, გიორგი თურქია
  • ბიზნესი, როგორც ერთიანი სისტემა
  • მარკეტინგის როლი და ფუნქციები
  • მარკეტინგის ორგანიზების პრინციპები
  • მარკეტინგის პერსონალის საქმე
  • მარკეტინგის ბუღალტერია
მარკეტინგის სტრატეგიების შემუშავება – ლექტორები: ნიკოლოზ აბუაშვილი, ალექსი ჩიქოვანი
  • ბაზრის კვლევა და შესაძლებლობის ანალიზი
  • კონკურენციის სტრატეგიები
  • ბრენდინგი
  • მარკეტინგის გეგმის შემუშავება
მარკეტინგის სტრატეგიების განხორციელება – ლექტორები: ნიკოლოზ აბუაშვილი, ზაზა აკობია
  • პროდუქტის შემუშავება
  • საფასო სტრატეგიის შემუშავება
  • მარკეტინგული არხების მართვა
  • ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მართვა
  • მარკეტინგული სტრატეგიის შეფასება
პროფესიონალური და ზოგადი უნარების განვითარება – ლექტორები: ნიკოლოზ აბუაშვილი, დალი ცატავა
  • სამართლებრივი საკითხები
  • ტექნოლოგიები მარკეტინგისთვის
  • მონაცემთა ანალიზი
  • კომუნიკაცია
გაყიდვების პროცესის მართვა – ლექტორები: ნიკოლოზ აბუაშვილი, ოთარ ჩიტეიშვილი
  • მომხმარებლის ქცევის ფილოსოფია
  • მოლაპარაკების წარმართვის სტრატეგია
  • აზრის შეცვლის ტექნოლოგია
მარკეტინგი მოქმედებაში – ლექტორი: ნიკოლოზ აბუაშვილი
  • მარკეტინგული სიმულაცია – მარკეტინგის მართვა ვირტუალური ბიზნესისათვის
  • ბიზნეს პროექტი
მისაღები პროცედურები

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო მეილზე (t.kapanadze@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა (https://lmb.gipa.ge/register/index3.php).

საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2016 წლის 15 სექტემბერი.
სწავლა დაიწყება 2016 წლის 1 ოქტომბრიდან.
 
საბუთების მიღების შემდეგ ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
შერჩევის კრიტერიუმები: მოტივაცია, კომუნიკაციის უნარი, სამუშაო გამოცდილება.

სასურველია: ინგლისური Intermediate Level და სამუშაო გამოცდილება

სწავლის საფასური

პროგრამის ღირებულება: 4000 ლარი
გადახდის გრაფიკი: სწავლის საფასური გაიყოფა პირველ ოთხ თვეზე, თანაბრად.
 
პროგრამის ფარგლებში მოქმედებს შემდეგი სახის ფასდაკლებები:

GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
ოჯახის წევრების, ერთ კურსზე, ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%
სტუდენტებისათვის – 10%
მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.
 
თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:
სს “თი-ბი-სი ბანკი”
მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშსწორების ანგარიში – GE84TB1100000110700419 / GEL
 
სერტიფიკატი

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ  მარკეტინგის მენეჯერის სერტიფიკატი (MCM).
სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები, ასევე კურსის ბოლოს უნდა წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი.
 
ტექნიკური აღწერილობა

სწავლის ხანგრძლივობა: 6 თვე, ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ, საღამოობით 19:00-დან 22:00-მდე, შაბათობით დღის განმავლობაში.
კურსის მოცულობა: 260 საათი.
სწავლების ენა: ქართული, მასალების ძირითადი ნაწილი წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე.
 
 
საკონტაქტო პირი
 
თორნიკე კაპანაძე
კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7ბ, თბილისი, 0105
ტელ: (995 32) 2 49 75 00
ელ-ფოსტა:  t.kapanadze@gipa.ge
მობ: +995 599 629 777
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები