ბიზნესი განცხადებები რეკლამა
შესვლა
Geo / Eng
პროგრამები
სკოლები
ვაკანსიები
ახალი ამბები
ვიდეოლექციები
კანონები
პრეზენტაციები
გამოწერა
ჩანიშნული პროგრამები 0
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (19.05.2012)
მეთორმეტეკლასელებისთვის პრეტესტი მიმდინარეობს
შეხვედრა ეროვნული ბანკის წარმომადგენელთან
შეხვედრა ამერიკელ იურისტებთან
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ზოგადი ინფორმაცია
უნივერსიტეტი დაარსდა 1995 წელს. იგი გახლავთ დაწესებულება, სადაც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ეზიარონ მაღალი დონის პროფესიულ განათლებას და აქ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების წყალობით, თავიანთი წვლილი შეიტანონ საქართველოსა თუ სხვა ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური განვითარების საქმეში. უნივერსიტეტში სასწავლო ენა გახლავთ ინგლისური

მდებარეობა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქ თბილისში
საქართველო მდებარეობს კავკასიონის ქედის სამხრეთით, შავ და კასპიის ზღვებს შორის. საქართველოს ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთი, აღმოსავლეთით აზერბაიჯანი და ხოლო სამხრეთით თურქეთი.
საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 5.5. მილიონ კაცს,
ქვეყნის დასახლება ქართველებით დასახლებულ ადგილს ნიშნავს.

ისტორია
შზსუ გაიხსნა 1995 წელს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის დადგენილებისა და საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. უნივერსიტეტი საზეიმოდ გახსნენს საქართველოს პრეზიდენტმა და თუქრეთის პრემიერ-მინისტრმა.
უნივერსიტეტის დამფუძნებლები არიან საქართველოს განათლების სამინისტრო, დუშეთის რაიონის გამგეობა და თურქული ფირმები მარსი და ჩაღლარი.

სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოს ჩატარების შესაძლებლობები
თბილისში არის ბევრი სასწავლო დაწესებულება. აქ არის  ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ  დაარსებული უამრავი ბიბლიოთეკა და კვლევითი ცენტრი, სადაც სტუდენტებს საშუალება აქვთ გაეცნონ უკანასკნელ ინფორმაციას საქართველოსა და სხვა ქვეყნების შესახებ.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შზსუ მდებარეობს სწორედ იმ ქალაქში, სადაც უამრავი საშუალება არსებობს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებისათვის, სტუდენტებს არაჩვეულებრივი შესძლებლობა აქვთ გაირღმავონ ცოდნა. გარდა ამისა, უნივერსიტეტის კუთვნილი ბიბლიოთეკა, აუდიო-ვიდეო ცენტრი, ინტერნეტის ქსელში ჩართული კომპიუტერული ლაბორატორია ყოველთვის ხელმისაწვდომია სტუდენტებისათვის.
სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგ მისამართებზე:

ფაკულტეტი
ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიზანია უზრუნველყოს სწავლის მაღალი დონე და დახმარება გაუწიოს ახალგაზრდებს. სწავლების ეფექტურობის შენარჩუნების მიზნით, ფაკულტეტის მესვეურნი ცდილობენ მუდმივად საქმის ყურში იყვნენ უკანასკნელი მიღწევების თაობაზე და სტუდენტებს შესაძლებლობა მისცენ აქ მიღებული თეორიული ცოდნა გაამყარონ პრაქტიკული კვლევისა და ექსპერიმენტების საფუძველზე.
შზსუ-ში არსებული ფაკულტეტები მუდმივ კავშირში იმყოფებიან ყველა დარგის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან. აქ დიდი ყურადღება ენიჭება პროფესსორ- მასწავლებელთა და სტუდენტებს შორის ახლო დამოკიდებულებას, მცირერიცხოვან აუდიტორებში შესაძლებელია უშუალო კონტაქტის დამყარება და დისკუსიების გამართვა.

სამედიცინო მომსახურება და საკონსულტაციო სამსახური
სამედიცინო კაბინეტი ფუნქციონირებს კვირაში შვიდი დღის განმავლობაში. აქ სტუდენტებს საშუალება აქვთ მიიღონ პირველი სამედიცინო დახმარება.
შზსუ-ს თანამსრომლები სიამოვნებით უწევენ დახმარებას სწავლასთან ან პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტაში.

სოციალური, კულტურული და სპორტული ღონისძიებები
შზსუ-ში ძალიან სასიამოვნო და მეგობრული ატმოსფერო სუფევს. აქ ჩამოყალიბებულია სხვადასხვა სახის კლუბები, მათ შორის თეატრალური და მუსიკალური კლუბი, აგრეთვე ჭადრაკის, ფეხბურთის, ფრენბურთის, კალათბურთის, ათლეტიზმის, მაგიდის ტენისისა და სხვა სახის კლუბები.
უნივერსიტეტში არის თანამედროვე სახელმძღვანელო ლიტერატურით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, ინტერნეტის ქსელში ჩართული კომპიუტერული ლაბორატორია, აუდიო-ვიდეო ცენტრი, სადაც დამონტაჟებულია საკაბელო არხები. უნივერსიტეტში არის ბუფეტი.
ორგანიზატორის მიმდინარე პროგრამები
მაისი 2012 , თბილისი
პროექტის მენეჯმენტის ტრენინგი მოიცავს როგორც პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ასევე თეორიულ მასალას. განხილულ იქნება პროექტის არსი, მისი ფაზები და მათ შორის კავშირები; ორგანიზაციული სტრუქტურები და მათი გავლენა პროექტზე
ღირებულება: 200 ლარი
მაისი 2012 , თბილისი
კურსის მიზანია პიარ მენეჯმენტის, პიარისა და კომუნიკაციების უნარის სისტემის სწავლება, პრეზენტაციებისა და საჯარო გამოსვლების მეთოდების, საკომუნიკაციო ღონისძიებების მნიშვნელობისა და მათი ორგანიზებისათვის საჭირო ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ბრენდის მექანიზმების გაცნობა.
ღირებულება: 260 ლარი
ივნისი 2012 , თბილისი
ტრენინგის მიზანია, მსმენელს აუხსნას მარკეტინგის ზოგადი არსი, მისი ფუნქცია ბიზნესში, აგრეთვე, მარკეტინგის როლი სტრატეგიული და საოპერაციო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
ღირებულება: 220 ლარი
 
 
 
 
 
 
 
© 2012 შ.პ.ს. „არის ჯი“
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 2192121
ელ.ფოსტა: contact@aris.ge