GE
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი
გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი იმ მდიდარი ტრადიციების გამგრძელებელია, რომელსაც, თავის დროზე, სასწავლებლის დამაარსებელმა, პროფესორმა გურამ თავართქილაძემ თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაუყარა საფუძველი და დღემდე ამ პრინციპების ერთგული რჩება.

უნივერსიტეტი მოწოდებულია, დააკმაყოფილოს სტუდენტების მოთხოვნილება შრომის ბაზარზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის კონკურენტუნარიან განათლებაზე.

გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებზე.
  • ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი
  • საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმე;
  • საბუღალტრო და საგადასახადო საქმე;
  • ტურიზმის ბიზნესი;
  • საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირება;
  • მარკეტინგი;
  • მენეჯმენტი.
  • სამართლის ფაკულტეტი
  • სამართალმცოდნეობა
  • სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  • ჟურნალისტიკა
უნივერსიტეტის ტრენინგ-ცენტრი სტუდენტებს, დამატებითი განათლების მიღების მიზნით, სთავაზობს სასწავლო კურსებს:
  • უცხო ენა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური);
  • ტურიზმის მენეჯმენტი;
  • ბუღალტერია;
  • გიდი-ექსკურსიათმძღოლი;
  • სახელმწიფო მოხელის მომზადება;
  • მარკეტინგული კომუნიკაციები;
  • გაყიდვების მენეჯმენტი;
  • მცირე ბიზნესი.
გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი ზრუნავს სტუდენტების მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ რეალიზაციაზეც.
ამ მიზნით უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო კომერციულ სტრუქტურებთან, დამსაქმებლებთან.

დღეისათვის უნივერსიტეტი თანამშრომლობს:
  • INHOLLAND UNIVERSITY (The Netherlands);
  • B.H.M.W (Business Management School Wettingen; Switzerland);
  • B.H.M.S (Business & Hotel Management School; Lucerne City; Switzerland);
  • PUM (Senior experts from the Netherlands).
გურამ  თავართქილაძის უნივერსიტეტსა და ინჰოლანდის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს ურთიერთთანამშრომლობას სამართლის, ჟურნალისტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
უნივერსიტეტი ჩართულია რამდენიმე საერთაშორისო პროექტში - TEMPUS  4 და მუშაობს ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებზე. მაგ: Community Based Learning; Haarlem; Tourism  Department

სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების უნივერსიტეტში დროულ, შეუფერხებელ და უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს  უნივერსიტეტის ავტობუსები.