GE
ეროვნული სკოლა ლიდერი
“ეროვნული სკოლა ლიდერი” დაარსდა 2010 წელს.
  • სკოლას აქვს სახელმწიფო ლიცენზია და ხელმძღვანელობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმით.
  • ისწავლება სამი უცხო ენა: ინგლისური, ფრანგული და რუსული. დამატებით - ცეკვა, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი, რელიგიების ისტორია. ფუნქციონირებს გამოყენებითი ხელოვნების, ფოლკლორის, რითმული ტანვარჯიშისა და თეატრალური სტუდიები.
  • კლასში მოსწავლეთა რაოდენობა არ აღემატება 12 მოსწავლეს.
  • სკოლა ფუნქციონირებს კეთილმოწყობილ, ვიდეო კამერებით აღჭურვილ შენობაში, სათანადოდ დაცული ეზოთი.
  • მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან კვებით, სატრანსპორტო მომსახურებით.
  • საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებს ეხმარება ფსიქოლოგი და ლოგოპედი.
  • სკოლის დაწყებითი საფეხური მუშაობს გახანგრძლივებული რეჟიმით 9.00 დან 17.00 მდე.