GE
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი "იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი" მდებარეობს დაბა კიკეთში, ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში, თბილისის ცენტრიდან 25 წუთის სავალზე. სასწავლებელი წამოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო კერძო დაწესებულებას სწავლების გახანგრძლივებული პროგრამით. სკოლის სამუშაო საათებია 09:00-19:00 ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა. სასწავლებლის დირექტორია ქალბატონი თამარ მეიფარიანი.

სასწავლებლის ინფრასტრუქტურა მოიცავს სამ ინდივიდუალურ კორპუსს. სკოლას აქვს თავისი სამზარეულო, სასადილო, სასწავლო კაბინეტები, უცხო ენების კაბინეტი, კომპიუტერული კლასი, სამლოცველო, ექიმის კაბინეტი, ბიბლიოთეკა. სკოლის ტერიტორიაზე განთავსებულია ღია სპორტული მოედანი (ასფალტის საფარით) ტრიბუნებით, დახურული სპორტული დარბაზი (პარკეტის საფარით) გასახდელებით, საშხაპეებითა და ინდივიდუალური კარადებით. სკოლის მახლობლად შენდება ოლიმიური სტანდარტის საცურაო აუზი და თანამედროვე საცხენოსნო მანეჟი. 2011 წლის ზაფხულიდან ”იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი” საზოგადოებას შესთავაზებს საზაფხულო ბანაკს. სკოლის პერიმეტრი აღჭურვილია დაცვითი, პერიმეტრული, სახანძრო და გარე ვიდეოკონტროლის სისტემებით, ადგილზე მუშაობს 24 საათიანი დაცვის სამსახური.

მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი მუდმივად ცდილობს არსებული სწავლა–სწავლების პროცესის დახვეწვას და გაუმჯობესებას, ასევე ახალი ტექნოლოგიების დანერგვას სასწავლო პროცესში. დღის მეორე ნახევარი ეთმობა საშინაო დავალებების მომზადებას და სახელობო და სპორტული წრეების მუშაობას.