სწავლა საზღვარგარეთ College Counseling-ის მომსახურებით იწყება.
გარდა იმისა, რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა საფუძვლიანად მოემზადოთ საერთაშორისო ტესტირებებისათვის, ჩვენ დაგეხმარებით ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებში, ინგლისურენოვან და გერმანულენოვან პროგრამებზე ჩაბარებაში.
წარმოგიდგენთ College Counseling-ის ნოვატორულ სერვისს, რომელიც მოიცავს:
- სასურველი პროგრამების მოძიებას;
- ევროპასა და ამერიკაში უნივერსიტეტის შერჩევას;
- დაფინანსების მოპოვებაში დახმარებას;
- სასურველ უნივერსიტეტებთან კონტაქტის დამყარებას;
- შესაბამისი განაცხადებისა და დოკუმენტაციის მომზადება-გადაგზავნას.
პარტნიორი უნივერსიტეტების შემთხვევაში მომსახურება უფასოა!
გერმანულენოვანი ბაკალავრიატი:
- გერმანულენოვანი College Counseling-ის მომსახურება ვრცელდება მხოლოდ საბაკალავრო და ბაკალავრიატისთვის მოსამზადებელ პროგრამებსა და ენის კურსებზე.
- მომსახურების მინიმალური ღირებულება 600 ლარი, ყოველი დამატებითი უნივერსიტეტი 150 ლარი.
ინგლისურენოვანი ბაკალავრიატი:
- მომსახურების მინიმალური ღირებულება 600 ლარი, ყოველი დამატებითი უნივერსიტეტი 150 ლარი. მაგალითად 2 უნივერსიტეტის ღირებულება იქნება 750, სამის 900 და ასე შემდეგ.
- უნივერსიტეტების რაოდენობიდან გამომდინარე, შეგიძლიათ აირჩიოთ პაკეტი, რომლის ღირებულება 1500 ლარია და გულისხმობს მაქსიმუმ 10 უნივერსიტეტზე დახმარებას.
ინგლისურენოვანი მაგისტრატურა:
- ერთი უნივერსიტეტის ღირებულება 450 ლარია
- პაკეტის ღირებულება 1500 ლარია და მოიცავს მაქსიმუმ 5 უნივერსიტეტს.
მომსახურებით სარგებლობის პერიოდში სასერტიფიკატო კურსებზე (SAT, TOEFL, IELTS) გათვალისწინებულია 10% და 15%-იანი ფასდაკლება (პარტნიორი უნივერსიტეტების გარდა).
ყველა მსურველმა, ვინც ჩვენი დახმარებით გააგრძელა სწავლა ამერიკისა და ევროპის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, მოიპოვა სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.
- Erasmus-ის პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველებისათვის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება 500 ლარით.
- DAAD – 550 ლარი
- Chevening – 620 ლარი
- Nuffic – 620 ლარი.
მომსახურების მისაღებად უნდა დარეკოთ ჩვენს ოფისში მითითებულ ნომერზე და ჩაეწეროთ პირველად უფასო კონსულტაციაზე.
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა დასწრებით