GE
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
ღირებულება: 3000 ლარი
ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) / Business Administration (Finance) არის პროგრამა, სადაც შესაძლებელია  ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (ფინანსებში) აკადემიური ხარისხის მიღება.
 
პროგრამის ხელმძღვანელი: ავთანდილ გაგნიძე
 
ბიზნესის ადმინისტირების სამაგისტრო პროგრამის ფინანსებში მიზანია ფინანსების მართვის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების, სამეცნიერო კვლევებისა და შემოქმედებითი მუშაობის უნარების მქონე და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს მოამზადოს სპეციალისტები, რომელთაც ექნებათ ღრმა და სისტემური ცოდნა ფინანსების, საბანკო საქმის და ფულად-საკრედიტო სისტემის სფეროებში.
 
პროგრამის ხანგრძლივობა და სწავლების ენა:
  • 2 წელი;
  • 120 ECTS კრედიტი;
  • ქართული
თანამედროვე სტანდარტების მიხედვით შედგენილი სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამა, კომფორტული სასწავლო გარემო,  პროფესიონალიზმით გამორჩეული პროფესორ-მასწავლებლები, უახლესი სასწავლო მასალა, დასაქმების კონკრეტული შესაძლებლობა, პროფესიონალებთან ნეთვორქინგი, გაცვლითი პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა ლონდონის, პრაღის, ლოძის, ტურიბას, ტალინის უნივერსიტეტებთან  და ორმაგი ხარისხის მიღების შესაძლებლობა რიგის უნივერსიტეტთან (ევროპული აკრედიტაციის მქონე)   - აღნიშნულ პროგრამას გამორჩეულსა და განსხვავებულს ხდის.  

სწავლების საფასური და დამატებითი ინფორმაცია:
  • 3000 ლარი (ერთი წელი);
  • მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 40
  • მესამე სემესტრიდან სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ერთი სემესტრი ისწავლონ ლონდონის, ლოძის, პრაღის, ტურიბას, ტალინის უნივერსიტეტებში. რიგის უნივერსიტეტში (ევროპული აკრედიტაციის მქონე) კი შეუძლიათ  მიიღონ ორმაგი ხარისხი.
საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი - B
საუნივერსიტეტო გამოცდები - ტესტირება ინგლისურ ენაში/გასაუბრება სპეციალობაში
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) / Business Administration (Finance)
 
დეტალური ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები