GE
სამართლის საბაკალავრო პროგრამა
ღირებულება: 2380 ლარი
სამართლის საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტმა მიღოს თანამედროვე, პრაქტიკული ცოდნა და თავისუფალი, კრიტიკული აზროვნების უნარი, რაც წარმატებული პროფესიული კარიერის საწინდარია.

მისანიჭებელი ხარისხი: სამართლის ბაკალავრი/Bachelor of Law
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ზურაბ ძლიერიშვილი
 
პროგრამა ორიენტირებულია შესძინოს სტუდენტს:
  • ეროვნული სამართლის სისტემისა და სამართლის ცალკეული დარგ(ებ)ის ცოდნა;
  • მიღებული ცოდნის პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენების, სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი და სპეციალობით საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა უნარები;
  • თანამედროვე სამართლებრივი აზროვნების  უნარი;
სწავლის პერიოდში შეძენილი კომპეტენციებით კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმებას ნებისმიერ თანამდებობაზე, სადაც მისაღებია სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
  • უახლესი დასავლური სტანდარტებსა და ცვალებადი საერთაშორისო შრომითი ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით შემუშავებული სასწავლო პროგრამა, მაღალკვალიფიციური პროფესურა, ცნობილი მეცნიერები და პრაქტიკოსი სპეციალისტები;
  • გაცვლითი პროგრამები, ზამთრის და ზაფხულის სკოლები ლონდონის, პრაღის, ლოძის, რიგის,  კონსტანტას და სხვა უნივერსიტეტებთან საუნივერსიტეტო სტიპენდიების მიღების შესაძლებლობებით;
  • სტაჟირება და დასაქმების ხელშეწყობის უზრუნველყოფა უნივერსიტეტის  70-ზე მეტ პარტნიორ ორგანიზაციაში, სახელმწიფო და კერძო სექტორში;
  • ,,ჯინო ფერედაისის" სახელობის სტიპენდია თვეში 100 ლარის  ოდენობით მაღალრეიტინგული  სტუდენტებისთვის;
     
    საბაკალავრო პროგრამა შედგება შემდეგი მოდულებისგან:
  • საჯარო სამართალი;
  • კერძო სამართალი;
  • სისხლის სამართალი;
  • საერთაშორისო სამართლი.
პროგრამის ხანგრძლივობა და სწავლების ენა:
  • 4 წელი;
  • 240 ECTS კრედიტი;
  • ქართული 
ყოველივე ზემოაღნიშნული სამართლის საბაკალავრო  პროგრამას გამორჩეულსა და განსხვავებულს ხდის და თითოეული სტუდენტის წარმატების გარანტიაა.
სწავლების საფასური და დამატებითი ინფორმაცია:
  • 2380 ლარი (ერთი წელი);
  • მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 180
დეტალური ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე 
 
პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, ნებისმიერი მეოთხე საგნის გათვალისწინებით, გარდა ხელოვნებისა.
მიიღე მხოლოდ ხარისხიანი განათლება და არ გადაიხადო ზედმეტი!
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსეთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები