GE
ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტის) სადოქტორო პროგრამა
ღირებულება: 2500 ლარი
სადოქტორო პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი) 
  • პროგრამის ხანგრძლივობა - 3 წელი (180 კრედიტი)
  • პროგრამის ხელმლძღვანელი - პროფესორი შალვა მაჭავარიანი
  • მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი/Doctor of Business Administration
  • სწავლის საფასური - 2500 ლარი (ერთი წელი)
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა - ბიზნესის ადმინისტრირების  სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი, ფინანსები, მარკეტინგი, ტურიზმი, საბანკო საქმე) მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველს მოეთხოვება ინგლისური ენის არანაკლებ B 2 დონე, რაც უნდა დადასტურდეს საუნივერსიტეტო გამოცდით ან საერთაშორისო სერთიფიკატით ინგლისურ ენაში. ასევე, თუ პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველს ნასწავლი აქვს ინგლისურენოვან პროგრამაზე საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ,
რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. 
  • აღმოსვლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოქმედი ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის ფარგლებში დოქტორანტები შეძლებენ მენეჯმენტის სფეროს თეორიული და პრაქტიკული ასპექტების მეცნიერულ კვლევას;
  • მენეჯმენტის სფეროს მეცნიერულ განვითარებას;
  • მენეჯმენტის სფეროს არსში წვდომას, მისი ნაკლოვანი მხარეების წარმოჩენასა და მათი დაძლევისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავებას.
  • მომავალ დოქტორანტებს პროგრამის მხარდამჭერ კომპანიებში ექნებათ კვლევისა და მიღებული ცოდნის რეალურად გამოყენების შესაძლებლობა.
წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები