GE
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა (ფინანსები, მენეჯმენტი, მარკეტინგი)
ღირებულება: 2250 ლარი
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა (ფინანსები, მენეჯმენტი, მარკეტინგი) შედგება სამი მოდულისგან და სტუდენტს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი სპეციალიზაცია ფინანსების, მენეჯმენტისა და მარკეტინგის მიმართულებით.
 
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი /Bachelor of Business Administration - BBA
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ავთანდილ გაგნიძე
 
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალვრო პროგრმის მიზანია:
  • სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებით კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება;
  • კურსდამთავრებულთათვის მმართველობითი საქმიანობის ასპექტების საფუძვლიანი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების უზრუნველყოფა.
პროგრამა ორიენტირებულია შესძინოს სტუდენტს თანამედროვე, პრაქტიკული ცოდნა და თავისუფალი, კრიტიკული აზროვნების უნარი, რაც წარმატებული პროფესიული კარიერის საწინდარია. 
 
პროგრამის ხანგრძლივობა და სწავლების ენა:
  • 4 წელი;
  • 240 ECTS კრედიტი;
  • ქართული 
- უახლესი დასავლური სტანდარტებსა და ცვალებადი საერთაშორისო შრომითი ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით შემუშავებული სასწავლო პროგრამა, მაღალკვალიფიციური პროფესურა, ცნობილი მეცნიერები და პრაქტიკოსი სპეციალისტები;
 
- გაცვლითი პროგრამები, ზამთრის და ზაფხულის სკოლები ლონდონის, პრაღის, ლოძის, რიგის, ტალინის, კონსტანტას და სხვა უნივერსიტეტებთან საუნივერსიტეტო სტიპენდიებით;
 
- სტაჟირება და დასაქმების ხელშეწყობა უნივერსიტეტის პარტნიორ ორგანიზაციებში, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორში;
 
- ,,ჯინო ფერედაისის" სტიპენდია თვეში 100 ლარის  ოდენობით მაღალრეიტინგული  სტუდენტებისთვის;
 
ყოველივე ზემოაღნიშნული ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო  პროგრამას გამორჩეულსა და განსხვავებულს ხდის და თითოეული სტუდენტის წარმატების გარანტია.
სწავლების საფასური და დამატებითი ინფორმაცია:
  • 2250 ლარი (ერთი წელი);
  • მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 80
დეტალური ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე 
პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, ნებისმიერი მეოთხე საგნის გათვალისწინებით, გარდა ხელოვნებისა.
 
მიიღე მხოლოდ ხარისხიანი განათლება და არ გადაიხადო ზედმეტი!
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები