GE
სამართლის სადოქტორო პროგრამა
ღირებულება: 3000 ლარი
სადოქტორო პროგრამა სამართალი/Law
  • პროგრამის ხანგრძლივობა - 3 წელი (180 კრედიტი)
  • პროგრამის ხელმლძღვანელი - პროფესორი დავით ბოსტოღანაშვილი
  • მისანიჭებელი კვალიფიკაცია - სამართლის დოქტორი/Doctor of Law
  • სწავლის საფასური - 3000 ლარი (ერთი წელი)
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა - სამართლის  სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სამართლის მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
 
პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველს მოეთხოვება ინგლისური ენის არანაკლებ B 2 დონე, რაც უნდა დადასტურდეს საუნივერსიტეტო გამოცდით ან საერთაშორისო სერთიფიკატით ინგლისურ ენაში, ასევე, თუ პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველს ნასწავლი აქვს ინგლისურენოვან პროგრამაზე საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.
  • აღმოსვლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოქმედი სამართლის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში დოქტორანტები მიიღებენ კერძო, სისხლის ან საჯარო სამართლის დარგის უახლეს და აქტუალურ მიღწევებზე დამყარებულ ცოდნას; შეძლებენ   არსებული ცოდნის კრიტიკული გააზრებისა და ნაწილობრივი გადაფასების გზით ცოდნის განახლებული ფარგლების გაცნობიერებას. ახალი ცოდნის შექმნაზე ორიენტირებული ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მეთოდებისა და მიდგომების შემუშავებას;
  • ასევე, შეძლებენ კერძო, სისხლის ან საჯარო სამართლის მიმართულებით ინოვაციური კვლევების დაგეგმვას, განხორციელებასა და ზედამხედველობას, სამართლებრივი კონფლიქტების სამართლებრივი მეთოდებით გადაწყვეტას.
    სამართლის სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებული უფლებამოსილია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაიკავოს აკადემიური თანამდებობა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. 
  • სამართლის დოქტორს ასევე, შესაძლებლობა ეძლევა იმუშაოს ნებისმიერ იმ თანამდებობაზე, სადაც მოითხოვება სამართლის დოქტორის ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება.
წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები