GE
ელექტრონიკის შემსწავლელი კურსი
ელექტრონიკის კურსი  მხოლოდ  ბი დი სი აკადემიაში

სტუდენტები, სოციალურად დაუცველები და დევნილი მსმენელები ისარგებლებენ ფასდაკლებებით.
 
კურსი მოიცავს ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის საფუძვლების შესწავლას, რომელიც დაყოფილია რამდენიმე მოდულად, რომლებიც მოიცავს:
  • ელექტრონიკის საფუძვლებს,
  • ანალოგური ელექტრონიკას,
  • ციფრული ელექტრონიკას,
  • წრედების ანალიზს,
  • მიკროპროცესორების პროგრამირებას.
ამასთანავე გათვალისწინებულია კურსისათვის საჭირო ფიზიკისა და მათემატიკის შესწავლაც. მოსწავლეები იღებენ თეორიულ ცოდნას, რომლის რეალიზებასაც შემდგომ სამაკეტო დაფაზე ახორციელებენ მუშა სქემების სახით. ხდება განსახილველი სქემის ფიზიკური და ელქტრული მახასიათებლების შესწავლა, მუშაობის პრინციპის გაგება, მისი აწყობა, ტესტირება და მიღებული შედეგის ანალიზი.

რა უნდა შემეძლოს კურსის გავლისათვის?

მონაწილეებს არ მოეთხოვებათ რაიმე სპეციალური ცოდნა ელექტრონიკაში, მათემატიკასა და ფიზიკაში. კურსის დაძლევისათვის. მათ უნდა ქონდეთ მხოლოდ ბაზისური მათემატიკური უნარები. კურსი იძლევა საშუალებას ელექტრონიკის შესწავლასთან ერთად სტუდენტმა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს მათემატიკისა და ფიზიკის ცოდნა და მათი პრაქტიკაში გამოყენების უნარები.

რას შესძლებს მონაწილე კურსის დასრულების შემდეგ?
  1. კურსის გავლის შემდეგ თქვენ გექნებათ მყარი ცოდნა ანალოგური ელექტრონიკის საფუძვლებში და ფიზიკის ელექტრობის ნაწილში.გეცოდინებათ ყველა ძირითადი ელექტრული კომპონენტის (კონდენსატორი, წინაღობა, ტრანზისტორი, თერმისტორი, ფოტორეზისტორი, პოტენციომეტრი და სხვა) მახასიათებლები და შეგეძლებათ მათი გამოყენება სხვადასხვა სქემებში.
  2. თქვენ შეგეძლებათ დააპროექტოთდა ააწყოთ სხვადასხვა სირთულის სქემები, ასევე წაიკითხოთ არსებული სქემა და შეძლოთ მისი საჭიროებისამებრ მოდიფიცირება.
  3. მუშაობის პროცესში თქვენი ხელით ააწყობთ მრავალ საინტერესო სქემას, რომლითაც შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი საყოფაცხოვრებო ნივთები, განახორციელოთ იდეები და სხვა.
სწავლების მეთოდოლოგიები:

სწავლების პროცესი მოიცავს მოცემული თემისათვის საჭირო თეორიული მასალის მიწოდებას ელექტრონიკიდან, ფიზიკიდან. მათემატიკიდან იოლიად აღსაქმელი ფორმით, რის შემდეგაც ხდება განხილული კომპონენტების მეშვეობით მოცემული სქემის ანალიზი დაფაზე, რომლის დეტალურად განხილვის შემდეგ მოსწავლეები აწყობენ და ამოწმებენ სქემას სამაკეტო დაფაზე. აწყობის და ანალიზის პროცესი არის ლოგიკური ჯაჭვი,გარდა ელქტრონიკის, მათემატიკისა და ფიზიკის ცოდნისა მონაწილეები ივითარებენ ლოგიკურ აზროვნებას, დეტალებისადმი დაკვირვებულობას, აზროვნების სისხარტეს, შეცდომების აღმოჩენისა და აღმოფხვრის უნარს და სხვა.
 
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები