GE
პრაქტიკული მარკეტინგის ექსკლუზიური კურსი
ღირებულება: 250 ლარი
ბიზნეს-განათლების ცენტრი KEY გთავაზობთ პრაქტიკული მარკეტინგის ექსკლუზიურ კურსს.

სასწავლო პროგრამა ფოკუსირებულია მარკეტინგის, როგორც საქმიანობის გაუმჯობესების ღონისძიებების ანალიზის, დაგეგმვის, დანერგვისა და კონტროლის პროცესის, აღქმაზე.
 
პირდაპირი ლექციის, „ქეის-სთადისა’’ და მინიპროექტების მომზადების მეთოდების კომბინაციის საფუძველზე შექმნილი სასწავლო კურსის შედეგად მსმენელები შეძლებენ მარკეტინგული სტრატეგიის შექმნის, განვითარებისა და მისი შედეგების შეფასების უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ცოდნის არსებული ან მომავალი სამუშაო ადგილის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას.

სასწავლო კურსს გაუძღვება Rakeen Development Georgia-ს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნატა გოგოლაძე.

სასწავლო კურსის მიზანი: თეორიული ცოდნისა და რეალური სამუშაო პროცესის ერთმანეთთან დაკავშირება.

კურსი განკუთვნილია:
სტუდენტებისთვის, რომლებსაც გავლილი აქვთ მარკეტინგის საფუძვლები;
დამწყები მარკეტინგის მენეჯერებისთვის;
მარკეტინგის მენეჯერთა ასისტენტებისთვის.

სასწავლო კურსის შინაარსი:
  • მარკეტინგის არსი და ფუნქციები;
  • მარკეტინგის გამოყენება დღევანდელ რეალობაში;
  • რა უნდა იცოდეს ყველა მარკეტინგის მენეჯერმა?
  • მარკეტინგი და ფინანსები ურთიერქმედებაში;
  • დროის მართვა მარკეტინგში:
  • როგორ გავანაწილოთ დრო ისე, რომ ყველაფერი მოვასწროთ?
  • ციფრული მარკეტინგის როლი ყოველდღიურ მუშაობაში;
  • საერთაშორისო მარკეტინგის მექანიზმების გამოყენება სამუშაო პროცესში;
  • მარკეტინგული კვლევების მნიშვნელობა და როლი საქმიანობის პროცესში;
  • მარკეტინგული გეგმის შედგენა და მისი შედეგების შეფასება:
  • სასწავლო კურსის ბოლოს მსმენელები მინიპროექტის სახით შეადგენენ რეალურ მარკეტინგულ გეგმას.
ტრენინგის მოსალოდნელი შედეგები:
 
ტრენინგის გავლის შემდეგ მსმენელები შეძლებენ:
სწორად დასახონ მარკეტინგის მიზნები;
განსაზღვრონ საკუთარი როლი მთლიან კოლექტივში;
შეადგინონ მარკეტინგული გეგმა.

კურსის ხანგრძლივობა: 12 საათი (3 კვირა)
ტრენინგები ჩატარდება: ყოველი კვირის ორშაბათს და ოთხშაბათს 19:00 საათზე (თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 2 საათი)
ტრენინგ-კურსის ღირებულება: 250 ლარი.
 
ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გამოგზავნეთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელ.ფოსტაზე trainings@beckey.ge 2017 წლის 25 ივნისის ჩათვლით.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები