GE
მასწავლებელთა მომზადება საერთაშორისო და ქართული სერტიფიცირებისთვის
ხართ დამწყები პედაგოგი ან ფლობთ ინგლისურ ენას საუკეთესოდ?
 გინდათ ეს პროფესიად აქციოდ და დასაქმდეთ წარმატებით?! 
 
Cambridge Education House დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში - გახდეთ საერთაშორისო კვალიფიკაციის მაღალანაზღაურებადი პედაგოგი.
გთავაზობთ  ინგლისური ენის დამწყებ პედაგოგებს, ასევე მათ, ვინც კარგად ფლობს ინგლისურ ენას, მაგრამ არ იცის სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მართვა, სწავლების უახლესი მეთოდები და ფორმები, გთავაზობთ კვალიფიცირებას.მომზადებას კემბრიჯის პედაგოგთა საერთაშორისო სერთიფიკატისთვის
 
საერთაშორისო პროგრამა 3 მოდულისგან შედგება.მსურველს შეუძლია გაიაროს და ჩააბაროს  თითოეული მოდული ცალ ცალკე.
  • 1 მოდულში მოცემულია სწავლების და შეფასების  ძირითადი მეთოდოლოგიური  მასალა და ტერმინები.
  • 2 მოდულში მოცემულია გაკვეთილის დაგეგმვა.
  • 3 მოდულში მოცემულია კლასის მართვა და მენეჯმენტი.
პროგრამის გავლის პარალელურად განიხილება ამა თუ იმ მეთოდების გამოყენების დრო და ადგილი სასწავლო პროცესში. ასევე ცენტრს შემუშავებული აქვს პრაქტიკული კურსი, რაც გულისხმობს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. პროგრამა მოიცავს 2-კვირიან სტაჟირებას, სადაც მსმენელს უტარდება ტრენინგ-მოდული სასწავლო პროცესის მართვასა და გაკვეთილის დაგეგმვაში.პარალელურად მსმენელები გადიან სტაჟირებას, გეგმავენ და  ატარებენ გაკვეთილებს.
 
პროგრამის გავლის შემდეგ მსმენელს შეეძლება დამოუკიდებლად დაგეგმოს სასწავლო პროცესი, შეადგინოს და ჩაატაროს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად  დაგეგმილი გაკვეთილი, რაც დაეხმარებათ პედაგოგიური კარიერის დაწყებაში
 
პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელს გადაეცემა დახასიათება, სადაც იქნება აღწერილი: შესწავლილი მასალა, პრაქტიკული მეცადინეობების დროს გამომჟღავნებული პედაგოგიური უნარები, რამდენად ეფექტურად ახდენს მსმენელი სასწავლო პროცესის დაგეგმვას და მართვას, რამდენად სწორად შეუძლია გამოიყენოს თანამედროვე მეთოდები საგაკვეთილო პროცესში, რაც დაეხმარებათ პედაგოგიური კარიერის წარმატებულად  დაწყებაში.
 
ასევე გთავაზობთ მომზადებას ქართული სერთიფიცირებისთვის. მოკლე და ეფექტურ კურსს კვალიფიციურ ტრენერებთან.
 
კურსზე რეგისტრაციისთვის გთოხვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები