GE
არტ-თერაპიის სრული პროგრამა
ღირებულება: 120 ლარი
კურსის მნიშვნელობა:
ბავშვები სიამოვნებით და დიდი ენთუზიაზმით ხატავენ, ძერწავენ,  დგამენ სპექტაკლებს და უსმენენ ზღაპრებს.  ჩვენ გთავაზობთ ეს სიამოვნება გავხადოთ სასარგებლოც. არტ თერაპია ითვალისწინებს ბავშვის სურვილებს, მოთხოვნებს და ამ სასიამოვნო პროცესსში გვაძლევს საშუალებას დავეკონტაქტოთ ბავშის შინაგან სამყაროს, ხელს უწყობს გახდეს ის უფრო შემოქმედებითი, დაეკონტაქტოს თავის ემოციებს და ისწავლოს მათი მართვა. რის შედეგადაც იცვლება არსებული ფსიქოლოგიური რეალობა.
 
პროგრამის მიზნები და ამოცანები:
  • მაღლდება თვითშეფასება.
  • ბავშვი ხდება ადაპტირებული ოჯახსა და  საზოგადოებაში.
  • ხელს უწყობს ბავშვში ლიდერული თვისებების აღმოჩენას და განვითარებას.
  • პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყლიებას.
  • უმჯობედება სოციალური უნარები.
  • უმჯობესდება აღქმა,  ლოგიკური აზროვნება, ყურადღების კონცენტრაციის უნარი. 
რის შედეგადაც ადვილი ხდება შიშების, სტრესის, შფოთვის დაძლევა, ფსიქოემოციური დაძაბულობის მოხსნა, წვრილი და მსხვილი მოტორიკის გაუმჯობესება.
ბავშვები სწავლობენ საკუთარი ემოციების დაფიქსირებას და ვერბალიზაციას, უადვილდებათ სხვისი ემოციებისა და განცდების ამოცნობა და პატივისცემას (ემპათია).
საბოლოო ჯამში კი ვღებულობთ, ჯანსაღი ფსიქიკის, ჩამოყალიბებულ, გაწონასწორებულ, მიზანსწრაფულ და წარმატებულ პიროვნებას.
 
ვისთვის არის განკუთვნილი:
კურსი განკუთვნილია 6 დან 12 წლმდე ბავშებისთვის. ვმუშაობთ ორ ასაკობრივ კატეგორიასთან (6-9; 10-12) შესაბამისად მუშაობა მიმდინარეობს ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.
 
მეცადინეობა მიმდინრეობს შემდეგი პრინციპით:
  • არტ ალბომის შევსება ( განწყობა მეცადინეობის დაწყებამდე)
  • მისალმება; ემოციების გაზიარება
  • სამუშაო თემის განხილვა/საუბარი
  • სავარჯიშოს  შესრულება - განხილვა
  • სარელაქსაციო სავარჯიშო/ენერჯაიზერი
  • დღის შეჯამება
  • დამშვიდობების რიტუალი
მუშაობის დროს გაამოყენებული იქნება შემდეგი არტ თერაპიული მასალები:
  • ხატვა (აკვარელი, გუაში, პასტელი, თითის საღებავები)
  • ძერწვა (თიხა, პლასტელინი, ცომი)
  • ქვიშით თერაპია
  • ზღაპრით თერაპია
  • კოლაჟის შექმნის მეთოდი
  • მუსიკის თერაპია
  • ვიდეომასალისა და სხვადასხვა ვიზუალური მასალის გამოყენება
  • ენერჯაიზერები/სარელაქსაციო სავარჯიშოები
შეხვედრა ჩატარდება კვირაში ორჯერ ორშაბათს და პარასკევს, დღის მეორე ნახევარში.
კურსის საფასური 120 (8 გაკვეთილი)
კურსს წარუძღვება კლინიკური ფსიქოლოგი, არტ-თერაპევტი ირმა კვაჭაძე
კურსის სუპერვიზორი  საერთაშორისო დონის ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ქალბატონი მარინა გოქსაძე.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები