GE
25% ფასდაკლებით – ეფექტური წერითი კომუნიკაციის ინტენსიური კურსი ინგლისურ ენაში
ღირებულება: 225 ლარი
ეი ბი სი აკადემია გთავაზობთ სამ კვირიან ინტენსიურ კურსს ინგლისური წერითი უნარების გასაუმჯობესებლად.
 
კურსის ხანგრძლივობა - 3 კვირა (30 აკადემიური საათი). მეცადინეობა წარიმართება ყოველდღე, დღეში ორი საათის განმავლობაში 21 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით.
 
კურსის გავლის შემთხვევაში მსმენელები დაეუფლებიან ოფიციალური და არაოფიციალური წერილების, თხზულებების (ესსეების), სამოტივაციო წერილების, ბიზნეს დოკუმენტაციის და რეზიუმეების წერას მათთვის საჭირო კონსტრუქციების, სტილის, მართლწერის, პუნქტუაციისა და გრამატიკული საკითხების თანხლებით.
 
კურსის ღირებულებაა 300 ლარი, ფასდაკლების შემთხვევაში კი გადაიხდით მხოლოდ 225 ლარს.

გაიცემა სერტიფიკატი!

კურსის გასავლელად ინგლისურ ენას უნდა ფლობდეთ Intermediate დონეზე!

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები