GE
აბიტურიენტთა ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები
ღირებულება: 75 ლარი
EMS Center – განათლების მართვისა და წარმატების ცენტრი გთავაზობთ აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსს!
 
ინფორმაცია კურსის შესახებ:
  • მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 3-ჯერ,
  • გაკვეთილის ხანგრძლივობა – 1:30 სთ;
  • კურსს წარუძღვებიან ასოცირებული პროფესორები, დოქტორანტები და მაღალკვალიფიციური პედაგოგები;
რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდგეგ საგნებზე:
  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • უცხო ენა (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული)
  • ზოგადი უნარები
  • მათემატიკა
  • ისტორია
  • გეოგრაფია
  • ფიზიკა
  • ქიმია
  • ბიოლოგია.
EMS ცენტრი გთავაზობთ სწავლის მაღალ ხარისხს საუკეთესო პედაგოგებთან ერთად, დაბალ, ხელმისაწვდომ ფასად!
 
იჩქარეთ! რეგისტრაცია მიმდინარეობს 25 ნოემბრამდე.
  • აბიტურიენტები სწავლის დაწყების წინ გაივლიან სადიაგნოსტიკო ტესტირებას, რომლის შედეგების მიხედვითაც ისინი განაწილდებიან  4-5 კაციან ჯგუფებში.
  • ყოველ ორ თვეში ჩატარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცდებისთვის დადგენილ სტანდარტების შესატყვისი შემაჯამებელი  ტესტირება თითოეულ საგანში;
  • მშობლები და აბიტურიენტები კურსის დაწყებიდან შეძლებენ, მიიღონ ყოველდღიური ინფორმაცია აბიტურიენტის დასწრების, აქტიურობის, ტესტირების  შედეგების  შესახებ.
სასწავლო ცენტრში, რომელიც ორიენტირებულია სწავლების მაღალ ხარისხზე, შექმნილია მაქსიმალურად კომფორტული გარემო და დასაქმებული არიან მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები მრავალწლიანი წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკით, რაც აისახება მათი მოსწავლეების და აბიტურიენტების მაღალ შედეგებზე და წარმატებებზე სხვადასხვა ოლიმპიადებზე, საატესტატო და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ისინი მოსწავლეებთან იმუშავებენ როგორც ინდივიდუალურად მორგებული, ისე განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი სასწავლო პროგრამის მიხედვით.  
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები