GE
ინგლისური ენის კურსი კომუნიკაციისთვის
''P/T/G" აცხადებს ინგლისური ენის კურსს კომუნიკაციისთვის (English for Communication).

კურსს წარუძღვებიან უცხოელი პედაგოგები.

კურსის მიზანია:
  • მოკლე დროში, ინგლისური ენის საკომუნიკაციო უნარების განვითარება.
  • გამართული და თავისუფალი მეტყველება;
  • ინგლისურ ენაზე მსჯელობისა და აზროვნების უნარების განვითარება.
კურსი განკუთვნილია მათთვის:
  • ვისაც სურს ინგლისურ ენაზე თავისუფლად მეტყველება და მსჯელობა სხვადასხვა თემებზე;
  • ვისაც ხშირად უწევს ინგლისურ ენაზე უშუალო, სატელეფონო ან/და წერილობითი კომუნიკაცია.
კურსის შესახებ:
კურსის განმავლობაში ხდება ეფექტური კომუნიკაციისათის აუცილებელი უნარების ათვისება-განვითარება. სტუდენტები შეისწალიან საკომუნიკაციო ტექნიკას, სპეციფიკურ ფრაზებს და გამოთქმებს; გაიმართება დისკუსიები სხვადასხვა თემებზე, რაც მსმენელებს საშუალებას მისცემს განავითარონ ინგლისურ ენაზე აზროვნებისა და მსჯელობის უნარები. ამასთან, კურსი ითვალისწინებს წერის, მოსმენისა და კითხვის უნარების განვითარებას, რაც ასევე აუცილებელია ეფექტური კომუნიკაციისათვის.

კურსის პირობები:
  • შესაძლებელია როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური მეცადინეობები;
  • თქვენი სურვილის შემთხვევაში, გაკვეთილების ჩატარება შესაძლებელია როგორც თქვენს ოფისში, ასევე სახლში;
  • დიაგნოსტიკური ტესტის საშუალებით ჩაირიცხებით შესაბამის საფეხურზე;
  • სტუდენტებთან ურთიერთობის მენეჯერი გაგიწევთ კონსულტაციას და დაგეხმარებათ გრაფიკის შერჩევაში.
ტესტირება და კონსულტაცია უფასოა.

გარდა ამისა:
"P/T/G" გთავაზობთ TOEIC - Test of English For International Communication-ის საერთაშორისო ტესტის ჩაბარებას. მოცემული ტესტი აღიარებული და მოთხოვნადია მსოფლიოს 130 ქვეყნის 10 000-ზე მეტი წარმატებული ორგანიზაციებისა და ზოგიერთ უცხოური უნივერსიტეტების მიერ. 2010 წლის მონაცემებით, იგი 6 მილიონმა ადამიანმა ჩააბარა. ორგანიზაციებისთვის, TOEIC-ის საერთაშორისო ტესტში მიღებული მაღალი ქულა, წარმოადგენს კადრის ერთ-ერთ თვალსაჩინო უპირატესობას და გულისხმობს, რომ მოცემულ პიროვნებას ინგლისურ ენაზე ეფექტური კომუნიკაცია შეუძლია (იგულისხმება როგორც უშუალო, პირადი კომუნიკაცია შეხვედრებზე, მოლაპარაკებებზე, ასევე კომუნიკაცია ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით და სხვა.)

კორპორატიულ ტრეინინგებზე გვაქვს სპეციალური შეთავაზებები, რასაც დეტალურად განვიხილავთ დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ჩვენ ვზრუნავთ თქვენს წარმატებაზე!

რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული, ინგლისური
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები