GE
ინგლისური ენის სწრაფი შემსწავლელი საზაფხულო კურსი
„ინოვაციური ტრეინინგ ცენტრი I T C-ის” საზაფხულო სკოლა გიწვევთ: ინგლისური ენის სწრაფ შემსწავლელ კურსზე!
 
რეგისტრაცია მიმდინარეობს 5 ივლისამდე.
 
კურსი ეყრდნობა სწავლების ინოვაციურ მეთოდებს და ორიენტირებულია ეფექტურ შედეგზე, სწავლება მოიცავს ოთხივე ენობრივი ასპექტის (კითხვა, მოსმენა, წერა, ლაპარაკი) განვითარებასა და ჩამოყალიბებას. მეცადინეობების დროს აქტიურად გამოიყენება დიალოგები და დისკუსიები, რაც მსმენელს ეხმარება სალაპარაკო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.
 
კურსს წარუძღვებიან მოწვეული მაღალკვალიფიციური პედაგოგები
 
მეცადინეობა ჩატარდება:
  • კვრაში 3-ჯერ, მეცადინეობის ხანგრძლივობა 1 სთ:30 წთ, კურსის საფასური ერთი თვე 90 ლარი
  • კვირაში 4-ჯერ, მეცადინეობის ხანგრძლივობა 1 სთ:30 წთ, კურსის საფასური ერთი თვე 110 ლარი
ჯგუფში 3-5 მსმენელი
 
რეგისტრაციის დროს მსმენელს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი სწავლის დაწყების თარიღი, ხოლო სალექციო დღეების და საათების დადგენა განხორცილდება მსმენელთა მოთხოვნის შესაბამისად.
 
სწავლის დასრულების შემდგომ საჩუქრად გადმოგეცემათ ლიცენზირებული სერთიფიკატი შესაბამისი დონის მიხედვით.
 
საზაფხულო სკოლაში მსმენელების ასაკი შეუზღუდავია, მიიღება როგორც სკოლის მოსწავლე, ასევე სტუდენტი და ნებისმიერი დაინტერსებული პირი, ვისაც სურს ენის შესწავლა სწრაფად
 
იმისათვის, რომ ისარგებლოთ მიმდინარე ფასდაკლებით უნდა გაიაროთ რეგისტრაცია წინასწარ, ხოლო შემდგომი ეტაპი იქნება გასაუბრება პედაგოგთან, რის შედეგადაც მოხდება თქვენთვის სასურველი ჯგუფის შერჩევა.
 
იჩქარეთ! რაოდენობა შეზღუდულია!
 
რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა 
 
სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდგომ უნდა მობრძანდეთ ჩვენს ტრეინინგ ცენტრში და შეავსოთ განცხადი (თან უნდა იქონიოთ პირადობა და გადასახდელი სწავლის საფასურის ნაწილი თანხა 20 ან 30ლარი, რათა თქვენი განაცხადი დაფიქსირდეს აღნიშნულ კურსზე, ხოლო დანარჩენს გადაიხდით სწავლის დაწყების შემდგომ)

 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები