GE
ჟურნალისტიკის უფასო ექსპრეს კურსი
ღირებულება: 65 ლარი
„ინოვაციური ტრეინინგ ცენტრი I T C“   გიწვევთ უფასო ექსპრეს ჟურნალისტიკის კურსზე!

ინოვაციური ტრეინინგ ცენტრი „I T C“- სთან არსებული ფონდი იწყებს 8 დეკემბრიდან აღნიშნულ კურსზე სწავლის საფასურის დაფინანსებას და გთავაზობთ საახალწლო უპრეცედენტო აქციას!

სრული კურსის ღირებულება 240 ლარი დაგიფინანსდებათ და გადაიხდით მხოლოდ სარეგისტრაციო თანხას  – 65ლარს!

კურსი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, დამწყები ჟურნალისტებისთვის და აგრეთვე, იმ პირებისთვის ვინც დაინტერესებულია ამ მიმართულებით.

კურსის ფარგლებში შეისწავლება ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობა, პროფესიული მუშაობის სპეციფიკა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმები.
 
ჟუნალისტიკის  სასწავლო კურსი მოცავს შემდეგ თემებს:
  1. ტელევიზია; მისი გამომსახველობითი საშუალებები ჟანრები და ფორმები; რადიო, რადიოჟურნალისტიკა; ბეჭდური მედია-ბეჭდური ჟურნალისტიკის ადგილი და როლი მასობრივი კომუნიკაციის სისტემაში; ახალი მედია; სოციალური მედია და ბლოგინგი;
  2. ანალიტიკური ჟურნალისტიკის არსი და ჟანრების კლასიფიკაცია (კომენტარი, სტატია, საავტორო სვეტი, პორტრეტის პროფილი და ინტერვიუ);
  3. საგამოძიებო ჟურნალისტიკა;
  4. საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) და მედია.
სწავლება მიმდინარეობს როგორც თეორული მასალებით, ასევე, ქეისებითა და პრაქტიკული დავალებებით.
 
პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე შეისწავლება, ჟურნალისტმა როგორ მოიპოვოს ინფორმაცია, როგორ ააწყოს „ნიუსი“,სტატიისა და რეპორტაჟის მომზადების სტრუქტურა, აგრეთვე სოციალური პრობლემების გაშუქება მედიაში.

მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 3-ჯერ ან 4-ჯერ, მსმენელთა მოთხოვნის შესაბამისად. კურსი მოიცავს 10-ლექციას.
 
ყველა მსურველი ვინც გაივლის რეგისტრაციას 28 თებერვლამდე, ისარგებლებს მიმდინარე აქციით და სრულ კურსში გადაიხდის 45 ლარს, 240 ლარის ნაცვლად!
იჩქარეთ! რაოდენობა შეზღუდულია!
 
რეგისტრაციის დროს თქვენ თვითონ ირჩევთ სწავლის დაწყების სასურველ თარიღს. სალექციო საათების და დღეების დადგენა ხორციელდება მსმენელეთა მოთხოვნის შესაბამისად.
კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი ლიცენზირებული სერთიფიკატი გამოცდის საფუძველზე. (გამოცდაზე გასვლა და სერთიფიკატის აღება ფასიანია, ღირებულება 15 ლარი).
 
კურსს წარუძღვება _ ქ-ნ მარინე ჯოჯუა (ჟურნალისტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთ “ეგრისის მაცნე“ და ჟურნალ „ეგრისის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი)

ასაკი შეუზღუდავია!
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.
რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები