GE
პრაქტიკული ლოგისტიკის კურსი
ღირებულება: 350 ლარი
მრავალპროფილიანი სასწავლო ცენტრი “ინტელექტ ცენტრი“ გთავაზობთ პრაქტიკული ლოგისტიკის შემსწავლელ სასერთიფიკატო კურსებს:
 
პრაქტიკული ლოგისტიკის კურსი
  1. Sales Forecasting - გაყიდვების პროგნოზირება
  2. Supply Chain - მოთხოვნა-მოწოდების ჯაჭვი
  3. Expedition - ტრანსპორტირების მართვა
  4. Warehouse Management - საწყობის მართვა
  5. Fleet Management - ავტოპარკი (ტრანსპორტირების მენეჯმენტი)
  6. Delivery - მიწოდება
კურსი მსმენელს სთავაზობს მიიღოს და გაიღრმავოს ცოდნა ლოგისტიკის მიმართულებით, რათა აღნიშნულ სფეროში წარმატებით შეძლონ  მოღვაწეობა. კურსის თეორიული და პრაქტიკული ნაწილი მსმენელს საშუალებას აძლევს  კრეატიულად და ინოვაციურად მიუდგეს სხვადასხვა ლოგისტიკურ პრობლემებს და მონახოს მათი ეფექტურად გადაჭრის გზები.
 
სასწავლო კურსის შესწავლის წინაპირობები:
 
კურსის წარმატების ჩატარებისთვის მსმენელს მოეთხოვება:
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები - საშუალო დონეზე
  • Microsoft Excel
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი, მათემატიკის ელემენტარული ცოდნა.
კურსის შინაარსი:
 
კურსი მოიცავს ლოგისტიკის კომპანიებში ლოგისტიკის მნიშვნელობის დადგენას, ფუნქციონალურ და სტრუქტურულ ანალიზს, პასუხისმგებლობის დაზუსტებას
და კომპეტენციების სრულყოფილ გადანაწილებას.
 
პროგრამა მოიცავს:
  1. ლოგისტიკური პროცესების პრაქტიკული და თეორიული მორგება კონკრეტულ მოცემულობაში.
  2. შესყიდვების ოპტიმალური დაგეგმვა, გაყიდვების სწორი პროგნოზების საფუძველზე ბაზარზე ცვალებადი პირობების გათვალისწინებით. უსაფრთხოების, გაყინული და საბრუნავი რაოდენობების (ნაშთების დადგენა)
  3. საწყობში ოპტიმალური ნაშთების უზრუნველყოფა (overstock-ების და outofstock-ების) გამორიცხვა, მინიმალური ნაშთების უზრუნველყოფა, საწყობის მოცემული სიმძლავრეების გათვალისწინებით.
  4. პროდუქტების პრიორიტეტების განსაზღვრა (ABC-ანალიზის საფუძველზე), პროგნოზირების მეთოდების შესწავლა და შესაბამისად სწორად მორგება (XYZ-ანალიზის საფუძველზე)
  5. სასაწყობო მეურნეობის მეთოდების გაცნობა და კონკრეტულ კომპანიაზე მორგება, პასუხისმგებლობების და კონტროლის მექანიზმებს განსაზღვრა და
    ამუშავება.
  6. საწყობიდან უშუალო კლიენტამდე საქონლის მიწოდება, მარშუტების ოპტიმალური განსაზღვრა, ობიექტების კატეგორიზაცია.
  7. ERP სისტემებში გამართული მუშაობისთვის კონკრეტული კომპანიებისთვის საჭირო მოთხოვნების ჩამოყალიბება სისტემებში გამართულად მუშაობისათვის.
  8. კონკრეტული (case-ების) გაკეთება, გაანალიზება და სიმულაციების განხორციელება.
  9. მოსალოდნელი პრობლემების წინასწარ დადგენა და დროულად გადაჭრა.
  10. ლოგისტიკის მუშაობის ეფექტურობის განსაზღვრა
კურსის მსვლელობისას ჩატარდება ერთი შუალედური და საბოლოო გამოცდა.
 
კურსდამთავრებული შეძლებს:
 
ლოგისტიკის კურსის გავლის შემდეგ სპეციალისტი შეძლებს მართოს მთელს რიგი  პროცესები: შესყიდვები, დისტრიბუცია, საწყობის/მარაგების მართვა, ტრანსპორტირება, მიწოდების ჯაჭვის მოწყობა/შეფასება, ხარჯების მინიმიზაცია და სხვა.
ლოგისტიკის სპეციალისტებს შეუძლიათ წარმატებით იმუშაონ, როგორც სახელმწიფო და სამხედრო სტრუქტურებში, ასევე საბანკო, საწარმო, სადისტრიბუციო, სატრანსპორტო და სხვა ტიპის კერძო კომპანიებში.
 
კურსი მოიცავს: 12 ლექციას
ლექციის ხანგრძლივობა: 1 სთ. 30 წთ.
ტრენინგ-კურსის ღირებულება ჯგუფში ერთი მსმენელისთვის -  350 ლარი.

აღნიშნული ტრენინგ-კურსის გავლის შემდეგ გაიცემა ორ ენოვანი (ქართულ-ინგლისური) შესაბამისი დონის სერთიფიკატი!

გაითვალისწინეთ! "ინტელექტ ცენტრი" 15 წლის სასწავლო ცენტრია!
ჩვენი კურსდამთავრებულები არიან, როგორც ფიზიკური პირები, ისე ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციის კადრები!

ტრენინგ-კურსების ჩატრება შესაძლებელია როგორც ჩვენს სასწავლო ცენტრში, ისე თქვენთან ოფისში და ასევე შაბათ-კვირის ექსპრეს ტრენინგების ჩატარება ქალაქგარეთ „სასტუმრო რანჩოს“ სატრენინგო აუდიტორიაში! (ლისის ტბასთან ახლოს, ულამაზეს ზღაპრულ ბუნებაში)

ხანგრძლივი და დამღლელი ტრენინგების შემდეგ მსმენელებს შეუძლიათ რანჩოს ეზოსა და მის მახლობლად მდებარე ტყეში, როგორც ფეხით, ისე ცხენით გაისეირნონ. გარდა ამისა, მათ ასევე ვთავაზობთ სხვადასხვა სახის გართობას და დასვენებას: პოკერი, ბილიარდი, საღამოს ”ბარბიქიუ” კარაოკე და ცეცხლოვანი ლათინო-ამერიკული ცეკვები ”მაესტრო მორისთან” ერთად! ამავე დროს შესაძლებელია ”მაესტრო მორისმა” მსურველებს მცირე მასტერკლასი ჩაუტაროს და სპეციალური კონკურსი მოაწყოს. გამარჯვებულ მონაწილეებს კი ელით სიურპრიზი!
P.S. სასტუმრო რანჩოს ზღაპრულ ბუნებასა და გარემოშია გადაღებული ქართული ფილმი: ”ანო და ვანო”

ისწავლეთ გამორჩეულ სასწავლო ცენტრში და დაისვენეთ  სასტუმრო ”რანჩოს” ზღაპრულ გარემოში!

გახსოვდეთ, დიდი წარმატება სწორი არჩევანით იწყება!

იხილეთ ჩვენს მიერ ჩატარებული ექსპრეს ტრენინგები სასტუმრო რანჩოზე ცენტრის ფეისბუქზე

„ინტელექტ ცენტრში“  ყველა პირობაა შექმნილი თქვენთვის ხარისხიანი ცოდნის მისაღებად!

 ”ინტელექტ ცენტრი” - 15 წელი თქვენს სამსახურში!   

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები