GE
პრაქტიკული ლოგისტიკის სასწავლო კურსები
ღირებულება: 320 ლარი
"ინტელექტ ცენტრი" გთავაზობთ პროფესიული დონის კურსებს პრაქტიკულ ლოჯისტიკაში.

კურსი მსმენელებს საშუალებას აძლევს, მიიღოს და გაიღრმავოს ცოდნა ლოჯისტიკის მიმართულებით, რათა წარმატებით შეძლონ აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობა. კურსის თეორიული და პრაქტიკული ნაწილი მსმენელს აძლევს საშუალებას, კრეატიულად და ინოვაციურად მიუდგეს სხვადასხვა ლოჯისტიკურ პრობლემებს და მონახოს მათი ეფექტურად გადაჭრის გზები.

კურსის შინაარსი:

კურსი მოიცავს ლოგისტიკის კომპანიებში ლოგისტიკის მნიშვნელობის დადგენას, ფუნქციურ და სტრუქტურულ ანალიზს, პასუხისმგებლობის დაზუსტებას და კომპეტენციების სრულყოფილ გადანაწილებას.

პროგრამა მოიცავს: 
  • ლოგისტიკური პროცესების პრაქტიკული და თეორიული მორგება კონკრეტულ მოცემულობაში;
  • შესყიდვების ოპტიმალური დაგეგმვა, გაყიდვების სწორი პროგნოზების საფუძველზე ბაზარზე ცვალებადი პირობების გათვალისწინებით. უსაფრთხოების, გაყინული და საბრუნავი რაოდენობების (ნაშთების დადგენა) საწყობში ოპტიმალური ნაშთების უზრუნველყოფა (overstock-ების და outofstock-ების) გამორიცხვა, მინიმალური ნაშთების უზრუნველყოფა, საწყობის მოცემული სიმძლავრეების გათვალისწინებით;
  • პროდუქტების პრიორიტეტების განსაზღვრა (ABC-ანალიზის საფუძველზე), პროგნოზირების მეთოდების შესწავლა და შესაბამისად სწორად მორგება (XYZ-ანალიზის საფუძველზე);
  • სასაწყობო მეურნეობის მეთოდების გაცნობა და კონკრეტულ კომპანიაზე მორგება, პასუხისმგებლობის და კონტროლის მექანიზმების განსაზღვრა და ამუშავება;
  • საწყობიდან უშუალო კლიენტამდე საქონლის მიწოდება, მარშრუტების ოპტიმალური განსაზღვრა, ობიექტების კატეგორიზაცია;
  • ERP სისტემებში გამართული მუშაობისთვის კონკრეტული კომპანიებისთვის საჭირო მოთხოვნების ჩამოყალიბება სისტემებში გამართულად მუშაობისათვის;
  • კონკრეტული (case-ების) გაკეთება, გაანალიზება და სიმულაციების განხორციელება;
  • მოსალოდნელი პრობლემების წინასწარ დადგენა და დროულად გადაჭრა;
  • ლოგისტიკის მუშაობის ეფექტურობის განსაზღვრა.
კურსდამთავრებული შეძლებს:

ლოგისტიკის კურსის გავლის შემდეგ სპეციალისტი შეძლებს მართოს პროცესები: შესყიდვები, დისტრიბუცია, საწყობის/მარაგების მართვა, ტრანსპორტირება, მიწოდების ჯაჭვის მოწყობა/შეფასება, ხარჯების მინიმიზაცია და სხვა. ლოგისტიკის სპეციალისტებს შეუძლიათ წარმატებით იმუშაონ, როგორც სახელმწიფო და სამხედრო სტრუქტურებში, ასევე, საბანკო, საწარმო, სადისტრიბუციო, სატრანსპორტო და სხვა ტიპის კერძო კომპანიებში.

კურსი მოიცავს: 12 ლექციას
ლექციის ხანგრძლივობა: 1 სთ 30 წთ
ლექციები ჩატარდება: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი - 19 საათზე.

გაითვალისწინეთ! ხორციელდება კორპორატიული ტრენინგების ჩატარება, როგორც ჩვენს ოფისში, ასევე, ადგილზე მოსვლით. სპეციალურად თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე შეიქმნება სპეციალიზებული პროგრამა.

საკონსულტაციო მომსახურება:
ასევე, თუ სამუშაო პროცესში შეგექმნებათ რაიმე ტიპის ლოგისტიკური პრობლემა, ჩვენი სპეციალისტები გაგიწევენ საკონსულტაციო მომსახურებას.
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები