GE
მედიაცია და მოლაპარაკების ხელოვნება
ღირებულება: 280 ლარი
IRC ენების და ტრენინგების აკადემია გთავაზობთ მასტერკლასს ,,მედიაცია და მოლაპარაკების ხელოვნება’’
 
7-8 მაისი
სასურველია, პიროვნება ფლობდეს კონფლიქტის თავიდან აცილების ტაქტიკას და იოლად პოულობდეს დავის მოგვარების ალტერნატიულ გზებს. მას ვისაც სურს დაეუფლოს მოლაპარაკების უნარებს და შრომითი ურთიერთობების რეგულირებას მედიაციის მეშვეობით, ვიწვევთ გიორგი ჩალაძის ტრენინგზე ,,მედიაცია და მოლაპარაკების ხელოვნება’’.
 
საერთაშორისო გამოცდილების მქონე მედიატორი გიორგი ჩალაძე, გაგაცნობთ საერთაშორისო პრაქტიკას, კოლაბორაციული პროცესის სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებს. მისი გამოცდილება ამ სფეროში, საკმაოდ ფართოა. ის მშვიდობის ინსტიტუტის დამფუძნებელია, ამასთან მეცნიერებათა დოქტორი და კონფლიქტის ფსიქოლოგიაზე პუბლიკაციების ავტორი. ის ასევე Pepperdine-ის უნივერსიტეტის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. გიორგი ჩალაძე, ასევე თანამშრომლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტთან.
 
კურსის თემატიკა: 
  • კონფლიქტის გამომწვევი ფაქტორები
  • დავების /კონფლიქტების მოგვარების ტაქტიკა
  • მედიაციის განმარტება და როლი
  • მედიატორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • პრაქტიკული წინააღმდეგობები
  • ეთიკის კოდექსი და სამართლებრივი ნორმები
  • მოლაპარაკების წარმართვის უნარი
ტრენინგის ფორმატი:
ადგილობრივი & უცხოური პრაქტიკის მაგალითები, დავების მოგვარების თეორიული/პრაქტიკული ასპექტების განხილვა, როლური სიმულაციები, ჰენდაუთი.
 
მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი, მსმენელებს ასევე გადაეცემათ ჰენდაუთები და ინფორმაცია საჭირო ლიტერატურის შესახებ.
 
დაეუფლეთ ,,მედიაციის და მოლაპარაკების ხელოვნებას’’ ჩვენი კურსის საშუალებით და თქვენ თავად დარწმუნდებით მის ეფექტიანობაში.
ხანგრძლივობა: 2 დღე, 10 სთ.
ჩატარების თარიღი: 7-8 მაისი
განრიგი: სემინარი, შესვენება ყავით და ლანჩი
 
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 6 მაისი
 
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები