GE
ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული პროგრამა
ყველა დაინტერესებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს  ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით შემდეგ სპეციალობებს:
  • ვებ ტექნოლოგიები;
  • კომპიუტერული გრაფიკა და ანიმაცია;
  • კომპიუტერული ქსელები და სისტემები .
საქართველოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ  მიმდინარე წლის 10 თებერვალს დაიწყო პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია,  რომელიც გაგრძელდება 5 მარტის ჩათვლით.
 
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ  საინფორმაციო ცენტრებში,  სამინისტროს  საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ  დაწესებულებაში.
 
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ დარეგისტრირებულმა აპლიკანტმა საწყის საფეხურზე სწავლის დასაწყებად უნდა გაიაროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ  ორგანიზებული პროფესიული  ტესტირება.
 
ტესტირების მიზანია: დადგინდეს სწავლის მსურველთა პროფესიული უნარების შესაბამისობა მათ მიერ შერჩეულ პროფესიასთან.
 
საფეხურიდან საფეხურზე გადასვლისა და სწავლის გაგრძელების მსურველები, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციის შემდეგ გაივლიან დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ტესტირებას.
 
 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი საქართველო
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები