GE
ტრენინგი საარბიტრაჟო დავებში ინვესტორის კანონიერი ნდობის საკითხებში
ღირებულება: 20 ლარი
ტრენინგის დასახელება:  საარბიტრაჟო დავებში ინვესტორის კანონიერი ნდობის საკითხი ევროკავშირის სამართლისა და ენერგეტიკული ქარტიის ჭრილში (Investor’s Legitimate Expectations in Alternative Disputes from the EU law and the ECT perspective).
 
მომწოდებელი:  იურიდიული კომპანია Win & Win
 
ტრენინგზე რეგისტრაცის ბოლო ვადაა 23 ოქტომბერი!
 
ტრენინგი თქვენთვისაა, თუ ხართ:
  • საერთაშორისო სამართლის საკითხებით დაინტერესებული;
  • სამართლის/საერთაშორისო სამართლის/საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი;
  • საერთაშორისო კომპანიაში დასაქმებული ან გეგმავთ ინვესტორების მოძიებას ბიზნეს საქმიანობისთვის;
  • და გსურთ ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების მიღება საერთაშორისო საინვესტიციო სამართლის მიმართულებით.
ტრენინგის ფარგლებში გაეცნობით ინვესტორის კანონიერი ნდობის სამართლებრივ რეგულაციებს საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ევროკავშირის სახელმწიფო დახმარების (სუბსიდიების) წესს, ენერგეტიკის ქარტიის მოთხოვნებს და საერთაშორისო პრაქტიკას ენერგო დავებში, ასევე წარმატებულ, პრაქტიკულ მაგალითებს რომელიც განხორციელდა საქართველოში და საზღვარგარეთ.

ტრენინგი ორიენტირებულია მონაწილეთათვის კონკრეტული, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე, შესაბამისად   წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში - შესაძლებლობა გექნებათ დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები და მიიღოთ პასუხები. ტრენინგის შემდეგ, თქვენ  შეძლებთ  თავად გააანალიზოთ ინვესტორის კანონიერი ნდობის საკითხები, ევროკავშირის სამართლის თანამედროვე ტენდენციები და ენერგეტიკის ქარტიის პრინციპები. ამასთან მოღებული ინფორმაცია გაითვალისწინოთ პრაქტიკული საქმიანობის/აკადემიური კვლევის დროს.

ტრენინგთან დაკავშირებული სხვა დეტალები:
ტრენინგის ჩატარების ადგილი - თბილისი, იპოლიტე ხვიჩიას N17
ტრენინგი გაიმართება - სამშაბათს 18:00 - 20:00
 
ტრენინგის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი
ტრენინგის ღირებულება - 20 ლარი

ტრენინგს უძღვება  თემურ პოტასკაევი -  უფსალას უნივერსიტეტის (შვედეთი) საინვესტიციო არბიტრაჟის მაგისტრი, სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის საერთაშორისო სახელშეკრულებო ლაბორატორიის მონაწილე მდგრადი განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის  (International Institute of Sustainable Development) გუნდთან ერთად.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები