GE
ტრენინგი - სამკვიდრო საქმის წარმოება ნოტარიუსთან და სხვა ექსკლუზიური სანოტარო სერვისები
ღირებულება: 30 ლარი
იურიდიული კომპანია Win & Win გთავაზობთ ტრენინგ-კურს - სამკვიდრო საქმის წარმოებას ნოტარიუსთან და სხვა ექსკლუზიურ სანოტარო სერვისები.

ტრენინგი განკუთვნილია:
  • ადვოკატებისთვის;
  • იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის;
  • საადვოკატო/სანოტარო ბიუროში დასაქმებულთათვის/დასაქმების მსურველთათვის;
  • სამოქალაქო (სანოტარო) სამართლის საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის, რომელთაც სურთ ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების მიღება სანოტარო სამართლის მიმართულებით.
ტრენინგის ფარგლებში გაეცნობით შემდეგ საკითხებს:
  • მემკვიდრეობის უფლების გამოყენება პრაქტიკაში;
  • სამემკვიდრეო საქმისწარმოება;
  • სამკვიდრო მოწმობის გაცემა;
  • სამკვიდროს დაცვა;
  • სამკვიდროს გაყოფა;
  • დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმების უპირატესობა;
  • ექსკლუზიური სანოტარო სერვისები;
  • სანოტარო მედიაცია - დავის მარტივად მოგვარება;
  • ნოტარიუსის სააღსრულებლო ფურცელი და სხვა ხშირად გამოყენებადი სანოტარო მოქმედებები.
ტრენინგი ორიენტირებულია მონაწილეთათვის კონკრეტული, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე, შესაბამისად წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში - შესაძლებლობა გექნებათ დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები და მიიღოთ პასუხები.

ტრენერი: მაგდა ჯანხოთელი (ნოტარიუსი)

ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 საათი
თარიღი, დაწყების დრო: ხუთშაბათი, 16.11.2017, 19:00 საათი
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეობის საფასური: 30 ლარი

ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
 
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

რეგისტრაციისთვის ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადარიცხონ მონაწილეობის საფასური ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე და გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია.

მიმღები ბანკი: საქართველოს ბანკი
მიმღების დასახელება: შპს ვინ ენდ ვინ
საიდენტიფიკაციო კოდი: 405232760
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE51BG0000000241555500
დანიშნულებაში მიუთითეთ: ტრენინგი 09.11.2017 (მონაწილეობის მსურველის სახელი და გვარი)
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები