ტარტუს უნივერსიტეტის სტიპენდიები
პროგრამის აღწერილობა:
პრომეთეუსის პროგრამის ფარგლებში ევროკოლეჯი, ტარტუს უნივერსიტეტი და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს 4 სრულ სტიპენდიას საშემოდგომო სემესტრისათვის შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებისათვის: უკრაინა, საქართველო და მოლდავეთი.
პრომეთეუსის პროგრამა არის ინტერდისციპლინარული პროგრამა ბაკალავრი და მაგისტრი სტუდენტებისათვის , მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
პროგრამა ფოკუსირებულია გარდამავალ გამოცდილებაზე აღმოსავლეთ ევროპისა და რუსეთის და ზოგადად ევრო გაერთიანების განვითარებაზე, ისტორიის მიხედვით.
პროგრამა წარიმართება ინგლისურ ენაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ საიტს: ec.ut.ee/studies
სტიპენდია ფარავს: მგზავრობის ღირებულებას ტარტუმდე და უკან (510 ევროს ფარგლებში), დაზღვევის საფასურს (170 ევროს ფარგლებში), უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში ცხოვრების ხარჯებს (265 ევროს ფარგლებში).
აპლიკანტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
- უნდა იყვნენ უკრაინის, საქართველოს ან მოლდავეთის მოქალაქეები;
- უნდა იყვნენ ჩარიცხულნი შემდეგ უნვერსიტეტებში: Franko National University of Lviv, Kiev Mohyla Academy, მოლდავეთის ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია, მოლდავეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თსუ;
- მათი ძირითადი სწავლების სფრო უნდა იყოს სოციალური ან ჰუმანიტარული მეცნირებები.
პროგრამაში მონაწილეობისათვის:
- უნდა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ვებ-გვერდზე: ec.ut.ee/studies
- მაილის საშუალებით გაგუზავნოს დოკუმენტთა სრული ნუსხა არაუგვიანეს 1 ნოემბრისა ევროკოლეჯს, ტარტუს უნივერსიტეტს, Lossi 3-310, 51003 Tartu, Estonia.
საჭირო დოკუმენტთა სრული ჩამონათვალი:
- ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა;
- სამოტივაციო წერილი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ნიშნების ფურცლის ინგლისურად თარგმნილი და ოფიციალურად დამოწმებული სია, დამოწმება უნდა მოხდეს უნივერსიტეტის მიერ;
- 1 ფოტო სურათი 3x4.
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი. (TOEFL, SAT და ა.შ.)
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2009 წლის 1 ნოემბერი 17:00 სთ.
აპლიკაციები განხილული იქნება ევრო კოლეჯის აკადემიური პერსონალის მიერ.
აპლიკაციები შეფასებული იქნება 2009 წლის 15 ნოემბრისათვის.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართეთ სირი მამიმეტსს - sirri.maimets@ut.ee
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი ესტონეთი
- სწავლების ენა ინგლისური
- სწავლის ფორმა დღის