GE
სამოქალაქო კაზუსების ამოხსნის მეთოდების შემსწავლელი ინტენსიური კურსი (ტრენერი ეთერ ჩაჩანიძე)
ღირებულება: 250 ლარი
CLS - სამოქალაქო კაზუსების ამოხსნის მეთოდის შემსწავლელი ინტენსიური სასერთიფიკაციო საპილოტე კურსი მხოლოდ 349 ლარად. (ტრენერი ეთერ ჩაჩანიძე)
 
უპრეცენდენტო აქცია - სწავლა 0 % 24 თვემდე განვადებით!
 
იურისტებს, სამართლის დარგის პროფესორ - მასწავლებლებს და ადვოკატებს, ასევე მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველებს გიწვევთ სამოქალაქო კაზუსების ამოხსნის მეთოდის შემსწავლელ სერთიფიცირებულ ინტენსიურ საპილოტე  კურსზე.
პროგრამა განკუთვნილია:
  • იურისტებისათვის;
  • ადვოკატებისათვის;
  • პროფესორ-მასწავლებლებისათვის.
კურსის აღწერა:
კურსის ხანგრძლივობა - 1 თვე და 1 დღე (35 სთ).
საკონტაქტო დღეები - კვირაში 3 დღე.
საკონტაქტო დრო - ორშაბათი და ოთხშაბათი -18:30 სთ.დან, შაბათი - 10:30  სთ. დან.
ტრენინგის ხანგრძლივობა - ორშაბათი და ოთხშაბათი - 2,5 სთ., შაბათი 3 სთ.
 
კურსის საერთო ღირებულება ფასდაკლებით 250 ლარი 349 ლარის ნაცვლად.

 
რატომ უნდა ისწავლო  CLS-ში:
სასწავლო კურსს უძღვება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) -ს პროგრამის უფროსი სამართლებრივი მრჩეველი, ექსპერტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი, ზაარლანდის უნივერსიტეტის (გერმანია, ზაარბრიუკენი) დოქტორანტი, იმავე უნივერსიტეტის სამართლის, პოლიტოლოგის და ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი ეთერ ჩაჩანიძე, რომელიც გახლავთ არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ასევე ავტორი ნაშრომისა „სამოქალაქო კაზუსის ამოხსნის მაგალითები.“
 
კურსის მიზანი: კურსის გავლის შედეგად მონაწილეები შეძლებენ სამოქალაქო კაზუსების ამოხსნას, კერძოდ, კანონის ზოგადი დანაწესების გამოყენებას კონკრეტულ, ინდივიდუალურ ცხოვრებისეულ შემთხვევებზე ლოგიკის ელემენტების გამოყენებით. აღნიშნულის ფარგლებში მათ გაუმახვილდებათ პრობლემური ხედვა, რაც, პირველ რიგში, პრობლემაზე ორიენტირებულ აზროვნებასა და მსჯელობას გულისხმობს. გარდა ამისა, მეთოდის გამოყენების ფარგლებში მონაწილეები განიმტკიცებენ ცოდნას სამართლებრივი ინსტიტუტების დეფინიციების კუთხით.
 
კურსის შინაარსი:
მეთოდი, რომელიც სამართლებრივი კვალიფიკაციისას გამოიყენება, აპრობირებულია დასავლეთის განვითარებული სახელმწიფოების მიერ. აღნიშნული იმდენად მარტივი და მისაღებია, რამდენადაც ეფუძნება ლოგიკას, რაც აუცილებელი ელემენტია ნებისმიერი პროფესიის იურისტის საქმიანობაში. ყველა პროფესიის იურისტს უწევს სამართლებრივი პრობლემის შეცნობა, მისი გადაჭრა და რაც მთავარია გადაჭრის მისეული გზის ამომწურავად, დამაჯერებლად დასაბუთება.
კაზუსი, ეს არის ის ყოველდღიურობა, რომლის სამართლებრივი ინსტრუმენტებით შეფასებაც უწევს სამართალმცოდნეს. ყოველდღიური ურთიერთობები იმდენად მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია, რომ შეუძლებელია ცალკეული კაზუსის, ანუ შემთხვევისა და მისი ამოხსნის შესწავლა. ამრიგად, აუცილებელია (უნიფიცირებული) მეთოდი, რომელიც მისცემს იურისტს შესაძლებლობას, მისი გამოყენებით დაძლიოს (ანუ, სამართლებრივად გადაჭრას და დაასაბუთოს) ყველა სახის პრობლემა.
 
კურსი მონაწილეებს სწორედ ამ მეთოდის შესწავლას სთავაზობს. მეთოდის შესწავლა მოხდება სამოქალაქო სამართლის სხვადასხვა ინსტიტუტის (მაგალითად, როგორიცაა ნების გამოვლენისა და შეცილების ნამდვილობა, წარმომადგენლობა, ქმედუნარიანობა, ხელშეკრულებიდან გასვლა და ა.შ.) განხილვისა და აღნიშნული მიმართულების კაზუსების ამოხსნის მაგალითზე.
კურსის შესწავლა გამოადგებათ და დაეხმარებათ: იურისტებს და ადვოკატებს პრაქტიკული საქმიანობისას, სამოქალაქო სამართლის სპეციალობის პროფესორ - მასწავლებლებს ლექცია-სემინარების წარმართვისას, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველებს.     
 
უპრეცენდენტო აქცია:
CLS - ში მოქმედებს აქცია, რომლის ფარგლებშიც სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია 0 % 24 თვემდე მომენტალური განვადებით, მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენით.
 
სწავლების მეთოდები:
  • ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • ახსნა-განმარტებები;
  • კითხვებზე პასუხი;
  • პრობლემების დასმა და გადაჭრა;
  • კაზუსტების ამოხსნა.
ინფრასტრუქტურა: CLS-ს გააჩნია ევროსტანდარტების შესაბამისი დონის ინფრასტრუქტურა.
 
სერთიფიკატი: კურსის წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა CLS -ს ორენოვანი სერთიფიკატი ქართულ და ინგლისურ ენებზე ტრენერის ხელისმოწერით.
აკრედიტაცია:
CLS პირველი ქართული ორგანიზაციაა, რომელსაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს ინსტიტუციონალური აკრედიტაცია.
ჯგუფში მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობაა 20 ადამიანი.
 
რეგისტრაცია მიმდინარეობს 20 აპრილამდე
 
CLS- გაგიმარტივებთ პროფესიულ სირთულეებს.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსეთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები