GE
ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა
ღირებულება: 2500 ლარი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - აგრარულ მეცნიერებათა მაგისტრი  Master of Agricultural Sciences
მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი
 
2015 წელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეიქმნა ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა, რომლის მიზანია ადგილობრივ და უცხოელ სტუდენტებს შეასწავლოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგი, ვენახის გაშენებიდან ღვინის მარკეტინგამდე.
 
უნივერსიტეტში ყველა დაინტერესებულ სტუდენტს საშუალება ეძლევა მიიღოს ცოდნა ღვინის ბიზნესის შექმნასა და განვითარებაზე. პროგრამის ფარგლებში შეისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ღვინის კულტურა და ისტორია, მევენახეობა, ამპელოგრაფია,  ღვინის წარმოების ტექნოლოგიები (ქვევრის ღვინის დამზადება, კლასიკური მეღვინეობა), ღვინის ტურიზმი, ღვინის მარკეტინგი და დეგუსტაციის ხელოვნება.
 
სამაგისტრო პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის უნივერსიტეტის ფარგლებში განხორციელების მიზნით, უნიკალური სასწავლო და სამეცნიერო ბაზა აშენდა, რომელიც მოიცავს უძველესი ქართული ქვევრებით აღჭურვილ მარანს, საწნახელს, ვინოთეკას და ა.შ. მარანი „კოლხი“ ტრადიციების დაცვით გამორჩეული არქიტექტურის მქონე  შენობაა, რომელიც აღჭურვილია ტრადიციული ქართული მევენახეობა-მეღვინეობისათვის დამახასიათებელი ინვენტარითა და სამეურნეო ტექნიკით.
 
სწავლების პერიოდში სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი სამეცნიერო კვლევებში, რომლებიც  უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ სამეცნიერო–კვლევით ლაბორატორიებსა და ღვინის მარანში ტარდება. სამეცნიერო – კვლევით ლაბორატორიაში, სამომავლოდ, ჩვენივე ქვევრებში დაყენებული ღვინის ბიოქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევა იგეგმება. უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ქვევრებში სხვადასხვა ტიპის ღვინო დავარგების ეტაპებს გადის, რაც მაგისტრანტს საშუალებას აძლევს მეცნიერულად შეისწავლოს ღვინო და ქვევრი წარმოების ყველა ეტაპზე, რასაც ხელმძღვანელობს უნივერსიტეტში ჩამოყალიბებული მევენახეობა-მეღვინეობის  სამეცნიერო-კვლევითი  ცენტრი.
 
მევენახეობა-მეღვინეობის სპეციალობის შესწავლის შედეგად სტუდენტს საშუალება ეძლევა დასაქმდეს: ღვინის მსხვილ და მცირე მარნებში, ფერმერულ მეურნეობებში (ვენახის გაშენება და მოვლა და ქვევრის ღვინის ტექნოლოგია), ღვინის მარკეტინგულ კომპანიებსა და ტურიზმის სფეროში.
  • სწავლების ენა ქართული;
  • პროგრამის ხანგრძლივობა 2 წელი, 120 ECTS კრედიტი;
თავიდანვე შემოხაზე 115, ბედნიერი სტუდენტობა.
 
ჩვენ ვქმნით თქვენს მომავალს.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები