GE
მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა
კავკასიის ბიზნესის სკოლა აცხადებს სტუდენტთა მიღებას რიგით მე-5 მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე - მენეჯმენტში.

მეცნიერების მაგისტრის საგანმანათლებო პროგრამა არის დასავლურ ფასეულობებსა და ცოდნაზე დაყრდნობილი პროფესიული სამეცნიერო კურსი, რომლის ძირითადი მიზანია, სტუდენტს გაუღრმაოს დარგის თეორიული ცოდნა და დაუხვეწოს თეორიის პრაქტიკაში გამოყენების ეფექტური გზები.

მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაში ძირითადი აქცენტი გაკეთებულია კომპანიისა და მისი ცალკეული ფუნქციური არეების მართვის კონცეფციების გააზრებასა და შესწავლაზე, ამავდროულად მათ პრაქტიკაში გამოყენებაზე ისე, რომ დაცული იყოს სოციალური პასუხისმგებლობის საკითხები.

პროგრამის მიზნობრივი სეგმენტია ნებისმიერი სპეციალობის საბაკალავრო დონის ან მასთან გათანაბრებული დიპლომირებული სპეციალისტი, რომელსაც გააჩნია მოტივაცია დაეუფლოს მენეჯმენტის სპეციალობას და სიღრმისეულად შეისწავლოს ის პოლიტიკური, სოციოლოგიური თუ ეკონომიკური ასპექტები, რისი გათვალისწინებითაც უწევთ ოპერირება თანამედროვე ორგანიზაციებსა და კომპანიებს.

კავკასიის ბიზნესის სკოლის ლექტორებისა და პროფესორების აბსოლუტურ უმრავლესობას განათლება მიღებული აქვს აშშ-სა და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების ბაზაზე, რაც მნიშვნელოვანი გარანტია თანამედროვე უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობისა.

მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა მენეჯმენტში არის თავიდან ბოლომდე მომხმარებელზე ორიენტირებული და მორგებული სამაგისტრო კურსი, რომელიც შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან:
  • 5 საბაზისო საგანი
  • 10 სპეციალობის საგანი
  • თეზისი
შეუდარებელი შესაძლებლობა - 1 საგანი ისწავლება ჰარვარდის ბიზნესის სკოლასთან პარტნიორობით.

აკრედიტაცია:
  1. საერთაშორისო: 2005 წელს კავკასიის ბიზნესის სკოლამ მიიღო CEEMAN-ის (Central and East European Management Development Association) აკრედიტაცია და დღემდე აქტიურად თანამშრომლობს ამ და სხვა ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციასთან.
  2. ადგილობრივი: 2014 წლიდან მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა მენეჯმენტში აკრედიტირებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.
სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი (მთლიანი კურსი).
სწავლების ენა: ქართული (მთლიანი კურსი).

მოქნილი გადახდის სისტემა. სემესტრული გრაფიკი კრედიტების რაოდენობის მიხედვით (1 კრედიტი - 72.5ლარი).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
 
სამაგისტრო პროგრამების დეპარტამენტი მე-7 სართული, ოთახი A23, კავკასიის ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი, ანა პოლიტკოვსკაიას 10, 0186 თბილისი
ელ-ფოსტა: CSBGraduate@cu.edu.ge
 
პაატა ბრეკაშვილი - ტელ.: (+995 32) 237 77 77 (შიდა: 121), მობ.: (+995) 599 45 70 40
ნატა ხუბაშვილი - ტელ.: (+995 32) 237 77 77 (შიდა: 124), მობ.: (+995) 595 30 58 29
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები